„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, „Starring Georgia-ს“ იწყებს

„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას, „Starring Georgia-ს“ იწყებს

access_time2023-04-20 15:51:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, „Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ - იწყებს. კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

 

ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის პოპულარული არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

 

უკვე დაანონსებულია შემდეგი ღონისძიებები:

 

 

„Nile Rodgers & Chic“ / 5 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

4 გრემის მფლობელი, დისკო მოძრაობის პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური პროდიუსერი „Black Sea Arena-ს“ 5 აგვისტოს ეწვევა. 70-იან წლებში დაფუძნებულ ბენდ „Chic“-თან ერთად, Nile Rodgers-მა ისეთი საკულტო კომპოზიციები შექმნა, როგორებიცაა: „Le Freak“, „I Want Your Love“, „Everybody Dance“, „Good Times“ და სხვა. ბენდი Front Stage-ზე სწორედ ამ ყველა თაობისთვის საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებს და სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მაგიურია მუსიკის ძალა.

 

FKJ“ / 6 აგვისტო / „Black Sea Arena“/Front Stage

 


ფრანგი მუსიკოსი და მულტი-ინსტრუმენტალისტი „Black Sea Arena“/Front Stage-ზე 6 აგვისტოს წარდგება. ბრიტანული როკ-მუსიკის, ჯაზისა და ფიუჟენის გავლენით შექმნილი კომპოზიციებით არტისტი ხშირად ყოფილა სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალის სტუმარი, თუმცა მისი განსაკუთრებული ჟღერადობის მოსმენას ქართველი მსმენელი საქართველოში პირველად შეძლებს.

 

Damian Lazarus“ / 10 აგვისტო / „The Social Space“

10 აგვისტოს, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, „სოციალური სივრცის“ სცენა თანამედროვე ჰაუს და ტექჰაუს სცენის გამორჩეულ არტისტს - „Damian Lazarus“ - უმასპინძლებს. ელექტრონული მუსიკის გიგანტების სახელად ქცეული ლეიბლი - „rosstown Rebels“, კონცეპტუალური ფესტივალი - „Day Zero“ და შთამბეჭდავი დისკოგრაფია იმ მიზეზებს შორის არის, რის გამოც ლონდონში დაბადებულ არტისტს ჯადოქრის მეტსახელით იცნობენ. ქართველ მსმენელს „Damian Lazarus-ის“ მოსმენა პირველად შეკვეთილში, „სოციალურ სივრცეში“ შეეძლება. 

 

The Killers / 15 აგვისტო /„Black Sea Arena“

ბევრი თაობის საყვარელ ბენდს „Black Sea Arena-ს“ სცენა 15 აგვისტოს უმასპინძლებს. ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი უკვე 20 წელზე მეტია, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ფესტივალების სტუმარია და დღესაც იდეალურად ახერხებს თავისი მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რის გამოც მათ მიმართ ინტერესი არ ნელდება. „The Killers“ საქართველოს პირველად Black Sea Arena-ზე ეწვევა და მსმენელს 20-წლიანი მუსიკალური კარიერის საუკეთესო კომპოზიციებს გაუზიარებს. 

 

All Day I Dream / 18 აგვისტო / „The Social Space“

18 აგვისტოს, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, „სოციალური სივრცის“ სცენა უმასპინძლებს ელექტრონული მუსიკის ღონისძიებათა სერიას - „All Day I Dream“, რომლის ფარგლებშიც, შეკვეთილში „Lee Burridge“, „Roy Rosenfeld“, „Lost Desert“ და „Tommy Raffa“ დაუკრავენ.

გამორჩეული სელექტორების და მრავალფეროვანი მუსიკალური პალიტრის დამსახურებით, „All Day I Dream“ საფესტივალო კულტურის ნამდვილ ფოიერვერკად ითვლება.

 

„Imagine Dragons “/ 31 აგვისტო / „Mikheil Meskhi Stadium“

31 აგვისტოს, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი „Imagine Dragons“ თბილისში ჩამოვა. მილიონობით გაყიდული ალბომისა და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ „Mercury-ის“ ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, „Imagine Dragons“ ნამდვილი სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

 

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 24 აპრილიდან ეტაპობრივად, ვებგვერდზე -BSA.ge - დაიწყება.



(R)


თეგები:
Black Sea Arena“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up