ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრის თემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის უკანონო დაკავებას შეეხო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვმა ბლინკენს განუცხადა, რომ ევან გერშკოვიჩი სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას დააკავეს.
„საუბრისას ასევე შეეხნენ ორმხრივი ხასიათის რამდენიმე აქტუალურ საკითხსაც“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა საკითხზე იყო საუბარი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბლინკენსა და ლავროვს შორის ბოლოს სატელეფონო საუბარი გასულ წელს შედგა.