ბლოკჩეინების პლატფორმა მძარცველ ჰაკერს სამუშაოს სთავაზობს

ბლოკჩეინების პლატფორმა მძარცველ ჰაკერს სამუშაოს სთავაზობს

access_time2021-08-19 19:30:00

ბლოკჩეინ-პლატფორმა PolyNetwork-მა ჰაკერს, რომელმაც მისგან 600 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა მიიტაცა, უსაფრთხოების მთავარი მრჩეველის სამუშაო პოზიცია შესთვაზა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.


როგორც შემდეგ გაირკვა, ჰაკერმა 600 მლნ დოლარის ტოკენები გართობის მიზნით მიიტაცა, რასაც PolyNetwork-მა „დეცენტრალიზებული ფინანსების ქურდობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მიტაცება“ უწოდა. თუმცა მოგვიანებით ჰაკერმა კომპანიას ტოკენები ნებაყოფლობით დაუბრუნა, რის გამოც PolyNetwork მას, ჯილდოს სახით, 500 000 დოლარს სთავაობდა, რაზეც ჰაკერმა უარი განაცხადა.


PolyNetwork-მა ჰაკერს „ბატონი, თეთრი ქუდი“ შეარქვა. ასე ეძახიან ჰაკერებს, რომლებიც სისტემაში დაუცველი ადგილების აღმოჩენის შემდეგ, კომპანიებს მათი გამოსწორების მიზნით აფრთხილებენ.



„იმისთვის, რომ გამოვხატოთ მადლიერება და წავახალისოთ ბატონი, „თეთრი ქუდი,“ ჩვენ გულწრფელად ვეპატიჟებით მას, გახდეს უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, რომ ბლოკჩეინების მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, PolyNetwork-თან ერთად, წვლილი შეიტანოს,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


გასულ კვირას ჰაკერის მიერ გატაცებული ციფრული ტოკენებიდან, 267 მლნ დოლარის ეთერიუმი, 252 მლნ დოლარის Binance-ის მონეტები და 85 მლნ დოლარის USDC-ის ტოკენი იყო. ჰაკერმა ციფფრული ვალუტის ნაწილი დააბრუნა, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 235 მლნ დოლარი ერთობლივ ანგარიშზე ჩარიცხა, რომელიც კრიპტოვალუტის განბლოკისთვის აუცილებელი ორი გასაღებით არის დაცული. ერთი გასაღები მან PolyNetwork-ს გადასცა, თუმცა მეორე თავისთვის დაიტოვა.


ჰაკერი აცხადებს, რომ კიბერშეტევა „გართობის მიზნით“ განახორციელა და მოპარული თანხის დაბრუნებას თავიდანვე გეგმავდა.


bpn.ge

თეგები:
ბლოკჩეინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up