Bloomberg: აშშ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებისკენ უბიძგებს

Bloomberg: აშშ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებისკენ უბიძგებს

access_time2021-12-20 20:00:39

ბაიდენის ადმინისტრაცია ევროკავშირს რუსული ფინანსური სისტემის და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციების მიღებისკენ უბიძგებს.



ამერიკელები მიიჩნევენ, რომ დრო არ ითმენს, რადგანაც ვლადიმირ პუტინი უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანის არანაირ მზადყოფნას არ ავლენს და მკაცრი სანქციების კრემლისთვის მკაფიო გაფრთხილება იქნება.



წყაროების ინფორმაციით, სანქციების მიღების შესაძლებლობა განხილვის სტადიაზეა და ამ თემაზე დისკუსიები შტატებს, ბრიტანეთს, საფრანგეთს და იტალიას შორის მიმდინარეობს. ასევე ეს საკითხი ევროკავშირის შიგნით განიხილება.



ევროკავშირის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ სანქციების ნაჩქარევი მიღება კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას შეაფერხებს, მაშინ როდესაც ამერიკელები თვლიან, რომ სანქციების გარეშე რუსეთის შეკავების მცდელობები არაეფექტური იქნება.



სადღეისოდ, ევროპელები სიმკაცრის დემონსტრირებას და დიპლომატიურ ძალისხმევას შორის მყიფე ბალანსის დაცვას ამჯობინებს. ვაშინგტონი ცდილობს დაარწმუნოს ევროპელი მოკავშირეები, რომ ამერიკა მზადაა შეიყვანოს აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას დაემუქრება.



დასავლელი მაღალჩინოსნების აზრით, რუსული ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან შესაძლოა 2022 წლის დასაწყისში დასრულდეს და თუ აგრესია მართლაც დაიწყება, ეს სწორედ იანვარშია მოსალოდნელი.




თუმცა, კრემლი ამგვარი გეგმების არსებობას კატეგორიულად უარყოფს, ამიტომაც, ევროპა მკაცრი ზომების მიღებას არ ჩქარობს.



ევროპა რუსეთის ენერგომატარებლებზე ბევრად უფრო დამოკიდებულია, ეს კი თავად ევროკავშირის ქვეყნების პოტენციური ზარალზე ბევრ კითხვას აჩენს. პირველ რიგში ეს ეხება ფინანსურ სანქციებს, რომლებიც ევროპაში რუსული გაზის და სხვა ნედლეულის ექსპორტს შეაფერხებენ.



სწორედ SWIFT- დან რუსეთის გათიშვა ითვლება ყველაზე რთულ საკითხად, რომლის ირგვლივაც მხარეებს შორის თანხმობა ჯერ მიღწეული არ არის.



ევროპის ენერგომომარაგებას საფრთხეს ასევე მასშტაბური ენერგოკრიზისი და გაზის მწვავე დეფიციტი წარმოადგენენ - ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფ ევროპას აშინებს, რომ რუსული გაზის მიწოდების შეფერხება დეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს და ფასების კიდევ უფრო კატასტროფულად გაზრდის - ევროპაში გაზის მოხმარების თითქმის 40% სწორედ „გაზპრომზე“ მოდის.



ამერიკამ უკვე დაითანხმა გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერებაზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. იმის მიუხედავად, რომ გერმანიის ახალმა მთავრობამ ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოთქვა, გერმანულმა ენერგორეგულატორმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის სერტიფიცირება როგორც მინიმუმ 2022 წლის ივლისამდე გადაიდო.



ევროპული ქვეყნები ერთიანობის დემონსტრირებას ცდილობენ, თუმცა, ალიანსის 27 ქვეყნის მიერ ვითარების აღქმა მაინც განსხვავდება - მაგალითად, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, რუსეთთან ტერიტორიული სიახლოვის და ისტორიული წარსულის გამო, საფრთხეს უფრო მკვეთრად გრძნობენ, მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპა უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი.



ამ დროისთვის განხილვის საგანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფინანსური ინსტიტუტების (მათ შორის SWIFT-ის კუთხით), სამხედრო მრეწველობის, ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. ასევე იგეგმება რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდების შეზღუდვა და ასევე მიზნობრივი პერსონალური სანქციები.



საერთო აზრით,  სანქციების მიღების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია საზღვარზე რუსეთის მოქმედებებზე.


Bloomberg




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up