Bloomberg: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო Google-ის წინააღმდეგ ახალ სარჩელს ამზადებს

Bloomberg: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო Google-ის წინააღმდეგ ახალ სარჩელს ამზადებს

access_time2021-09-03 20:00:24

ამერიკის იუსტიციის სამინისტრო წლის ბოლოს Google-ის წინააღმდეგ სასამართლოში ახალ სარჩელს შეიტანს - ამჯერად ინტერნეტ რეკლამის ბაზრის მონოპოლიზების გამო.


თავად კომპანია ყველა ბრალდებას უარყოფს, და აცხადებს, რომ არავითარ მონოპოლიას არ ფლობს, მეტიც, მას სერიოზული კონკურენტებიც ჰყავს - პირველ რიგში Amazon და Facebook.


ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო უწყება საძიებო სისტემის მიერ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თაობაზე გამოძიებას აწარმოებს. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვები კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა, სამინისტრო Google-ს სასამართლოში უჩივლებს.


ამ დროისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა, საჩივრის შეტანის ვადებმა შესაძლოა გადაიწიოს. თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს სავსებით რეალისტური და მოსალოდნელი პერსპექტივაა.


ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში სამინისტრომ საძიებო სისტემას სასამართლოში ერთხელ უკვე უჩივლა - ბრალდების არსი ის იყო, რომ კომპანია ტელეფონების მწარმოებლებთან და უსადენო კავშირგაბმულობის ოპერატორებთან განსაკუთრებული ურთიერთობების წყალობით, კონკურენციის ბლოკირებას ახდენდა.


კიდევ ერთი საჩივარი რამდენიმე შტატის გენერალური პროკურორების ჯგუფმა შეიტანა - მათი აზრით, Google ციფრული ვალუტის ბაზარზე კონკურენციას ხელოვნურად აფერხებდა და მისი მონოპოლიზება მოახდინა.



კერძოდ, საჩივრის ერთ-ერთი თემა იყო Google-ის მიერ Facebook-თან დადებული უკანონო გარიგება - საქმე ეხებოდა ონლაინ-აუქციონებს, რომლებზეც საბითუმო ფასად სარეკლამო სივრცე იყიდება.


წყაროს ინფორმაციით, ამჟამად იუსტიციის სამინისტრო გამოძიებას მათ შორის ამ საკითხზეც აწარმოებს.


სახელმწიფო უწყებამ კომენტარებზე უარი განაცხადა, ხოლო Google-მა უარყო ბრალდება სარეკლამო ბაზრის მონოპოლიზებასთან დაკავშირებით.


„ბაზარი სავსეა სხვა მსხვილი კომპანიებით, ისეთებით, როგორც Amazon, Comcast და Facebook. ვერავინ ვერ იტყვის რომ ჩვენი გავლენა ან შემოსავლები მეტია, ვიდრე მათი. ჩვენ მათთან სერიოზული და რთული კონკურენცია გვიწევს და არანაირი კარტელური შეთანხმება ჩვენს შორის არ არსებობს“, - ნათქვამია Google-ის განცხადებაში.


კომპანიამ ასევე უარყო ბრალდება Facebook-ის ინტერესებში აუქციონებით მანიპულირების თაობაზე.


„არსებობს უზარმაზარი კონკურენცია სარეკლამო ინსტრუმენტებში, რომლებმაც ონლაინ რეკლამას დიდი მნიშვნელობა შესძინეს“, - ნათქვამია განცხადებაში.


ახალი შესაძლო საჩივარი ინტერნეტ-გიგანტის წინააღმდეგ ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილს, გაამკაცროს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ეკონომიკაში კონკურენცია გააძლიეროს.


ამაზე ასევე ნათლად მეტყველებს ისიც, რომ, ბაიდენმა ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის პოსტზე Google-ის კრიტიკოსი ჯონათან კარტერი დანიშნა.


ის ასევე წარმოადგენდა კომპანიებს, რომლებიც რეგულატორს Google-ს წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ფაქტობრივად აიძულებდნენ.


Bloomberg.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up