აშშ-ში ბენზინის ფასი, მაისის შემდეგ პირველად, გალონზე $4.50-ს ჩამოსცდა.
ამერიკის საავტომობილო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ფასის საშუალო მაჩვენებელი გალონზე $4.49 იყო.
ბენზინის ფასები ქვეყნის მასშტაბით 35-დღიან კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ფასის ვარდნის ყველაზე ხანგრძლივი ეპიზოდია 2020 წლის აპრილის შემდეგ.
საწვავზე ფასების ასეთი ცვლილების გამო, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვიზიტით იმყოფებოდა საუდის არაბეთში, საიდანაც ის ნავთობის გაზრდილ მიწოდებას ელის.
bloomberg.com