Bloomberg: „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ოქტომბერში ამუშავდება

Bloomberg: „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ოქტომბერში ამუშავდება

access_time2021-09-09 19:00:59

გერმანია რომელიც ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტს განიცდის, მომავალი თვიდან გაზით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მილსადენით მომარაგდება. 

 

გერმანიაში საწვავის გადაქაჩვა, ბალტიის ზღვის გავლით ახალი გაზსადენით 1 ოქტომბერს დაიწყება. ამ გეგმის რეალიზაციაზე გაზპრომი მუშაობს. ტექნიკურად ყველაფერი მზად არის, მილსადენის ამუშავებას პოლიტიკური ნება და შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება, კონკრეტული ვადები კი გერმანიის საზედამხედველო ორგანოების პოზიციაზეა დამოკიდებული.


მილსადენი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან, ევროპაში გაზის ბაზარზე მდგომარეობას შეამსუბუქებს. პანდემიის შერბილებისა და ეკონომიკის აღდგენის ფონზე გაზის მოხმარება მატულობს, თუმცა მიწოდების შემცირების გამო გაზზე ფასები მკვეთრად გაზრდილია.


„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ამუშავება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პირადი გამარჯვებაა. ის თითქმის მთელი ათწლეულის მანძილზე, მოკავშირეების, პირველ რიგში შტატების, წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ პროექტს მხარს უჭერდა. 


გაზსადენი ამუშავებას ამ კვირას კიდევ უფრო მიუახლოვდა, პროექტის მილის მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი მილი უკვე შედუღებულია და უახლოეს დღეებში ის ზღვის ფსკერზე დამონტაჟდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი პრობლემების და შეფერხებების მიუხედავად, გაზსადენი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გაჩერების პირას იყო ბოლოს და ბოლოს აშენდება


შემდეგი ნაბიჯი დანიის და გერმანიის ტერიტორიაზე გამავალი მილების შეერთება იქნება, რაც გაზის ტრანსპორტირებას შესაძლებელს გახდის. სავარაუდოდ, 1 ოქტომბერს გაზის გადაქაჩვა მილსადენის ორიდან ერთი განშტოებით უნდა დაუწყოს, ორივე ნაწილის ერთობლივი მუშაობა კი 1 დეკემბრიდან დაიწყება.


მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, 2022 წელს მილსადენი ევროპას 5,6 მლრდ. კუბური მეტრ გაზს მიაწვდის. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერმა ასე მშვიდად და გეგმის მიხედვით არ ჩაიაროს. გაზსადენს კიდევ ერთი, საკმაოდ რთული პროცედურა აქვს გასავლელი. ესენია ტექნიკური სერტიფიცირება და დაზღვევა.ამ კუთხით შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს, რადგან ამ საკითხებზე ამერიკული სანქციები მოქმედებს, რომლებიც არავის გაუუქმებია. მართალია, ვაშინგტონი გაზსადენს აღარ ებრძვის და მის ამუშავებას შეეგუა, თუმცა, შემოღებული სანქციები ჯერ კიდევ ძალაშია და მათ გაუქმებას არავინ აპირებს. 


შესაბამისად, ძნელი სათქმელია,თუ  როგორ იმოქმედებს სერტიფიცირების და სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც რუსულ გაზსადენთან თანამშრომლობის გამო ამერიკისგან მკაცრი ზომები ელის. შესაძლოა, მოიძებნოს რაღაც სქემა, რომელიც სერტიფიცირებას და დაზღვევას ბიზნესისთვის უსაფრთხოს გახდის. 


გერმანიის საზედამხედველო ორგანოსგან მილსადენს სჭირდება ნებართვა, რომელიც ამჟამად მმართველი კომპანიის განაცხადს იხილავს და გაზის ტრანსპორტირების სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.


თავიდან „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ამოქმედება 2019 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ამერიკული სანქციების გამო ამ ვადამ გადაიწია.. ვითარება შეიცვალა მაისში, როდესაც ჯო ბაიდენმა ახალი სანქციების შემოღებაზე უარი თქვა, მოგვიანებით კი გერმანიასთან ამ პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. 


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

წყარო:Bloomberg 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up