Bloomberg: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აშშ–გერმანიის ურთიერთობებს დიდი ხნით გააფუჭებს

Bloomberg: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ აშშ–გერმანიის ურთიერთობებს დიდი ხნით გააფუჭებს

access_time2021-07-14 19:00:34

გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვაშინგტონში  ჯო ბაიდენთან შესახვედრად მიემგზავრება. ეს მოვლენა ტრანსატლანტიკური ჰარმონიის აღდგენის სიმბოლო უნდა გახდეს, თუმცა ამისთვის მხარეებს რეალობის შელამაზება მოუწევთ.

 

მერკელიც და ბაიდენიც დონალდ ტრამპს ხელს უშლიდნენ - მათ შორის იმის გამო, რომ ისინი მრავალმხრივი ურთიერთობების მომხრეები იყვნენ და ნაციონალიზმს უარყოფდნენ. ამიტომაც, ბაიდენს მერკელის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, განსაკუთრებით რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებაში.

 

თუმცა, ამის ნაცვლად გერმანიის კანცლერმა ამერიკის პრეზიდენტი ორჯერ დაამცირა - პირველად დეკემბერში, ბაიდენის ინაუგურაციამდე, როდესაც ის ჩინურ-ევროპულ საინვესტიციო შეთანხმებას დათანხმდა - მერკელი ვაშინგტონისთვის პეკინთან ბრძოლაში მხარდაჭერის გამოცხადებას არ ჩქარობს და პირიქით - ჩინეთთან ურთიერთობებში ევროპისთვის მანევრის სივრცის შენარჩუნებას ცდილობს.

 

თუმცა, კიდევ უფრო დიდი დამცირება ამერიკისთვის რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს საკითხში გერმანიის კანცლერის სრულიად უპრინციპო პოზიცია იყო.

 

ახალი მილსადენი, რომლის 90% უკვე დასრულებულია, სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება: ევროპაში გაზის უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტას, რაც კიევს შემოსავლებს შეუმცირებს და რუსული შანტაჟის წინაშე სრულიდ დაუცველს დატოვებს.

 

„ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა, თანამშრომლობის გაგრძელებისთვის საჭირო იქნება ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან კეთილი ნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინული ტრანზიტის მომავალზე საუბრისას.


 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სგან გეოპოლიტიკურ საფრთხეს პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, საფრანგეთი, ევროკავშირი, და ევროპის სხვა მოკავშირეები აცნობიერებენ, თუმცა, გერმანელები, სირაქლემებივით, თავს ქვიშაში ჯიუტად მალავენ. დაუჯერებელია, მაგრამ ანგელა მერკელი დღემდე აცხადებს, რომ ეს პროექტი სრულიად კომერციულია და პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს.

 

ტრამპის ადმინისტრაცია პროექტის შეჩერებას სანქციებით ცდილობდა, თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მაგრამ, აგვისტოში კონგრესი ახალი სანქციების შემოღებას, სავარაუდოდ, ისევ მოითხოვს და ბაიდენს საკუთარი პოზიციის დაცვა გაუჭირდება.

 

გერმანელები ნერვიულობენ - სექტემბერში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რამდენიმე თვეში კი ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება. ამიტომაც, უკვე თითქმის გადამდგარი კანცლერის ვიზიტი ვაშინგტონში დიდ ინტერესს იწვევს - ვაშინტონში მას იმ გეოპოლიტიკური არეულობის მოგვარება მოუწევს, რომელიც მან თავად შექმნა.

 

მერკელი ამ კუთხით სხვადასხვა ინიციატივებით გამოდის - ერთ-ერთია რუსულ-უკრაინული საგაზო შეთანხმენის 2024 წლამდე გაგრძელება. მაგრამ გაიზიარებს თუ არა მის მიდგომას პუტინი, რომლისთვისაც საერთაშორისო ნორმების იგნორირება ჩვეული ამბავია - ძნელი სათქმელია.

 

გერმანიისთვის ერთ-ერთი ვარიანტია „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-დან გაზის მიღებაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინულ ტრანზიტს შეაჩერებს. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა - დასავლეთ ევროპა, განსაკუთრებით კი გერმანია, რუსულ გაზზე იმდენადაა დამოკიდებული, რომ ასეთი გამბედაობის ფუფუნება არა აქვს.

 

მეორე ვარიანტია - უკრაინის გაძლიერების და მის მიერ შემოსავლების ახალი წყაროების მოძიების ხელშეწყობა. ეს კარგი იდეაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ით და მის გარეშეც, თუმცა, ეს უკრაინას რუსული შანტაჟისგან ვერ დაიცავს.

 

რეალობა ისაა, რომ რუსული გაზსადენის გააფთრებული დაცვა მერკელის რეპუტაციაზე ძალიან უარყოფითად აისახება. ასე რომ, მერკელის და ბაიდენის გაღიმებულ სახეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ - მათ მძიმე საუბარი მოუწევთ.

 

bloomberg.com

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up