Bloomberg: დოლარი პოზიციებს სწრაფად იბრუნებს

Bloomberg: დოლარი პოზიციებს სწრაფად იბრუნებს

access_time2021-09-13 19:00:00

კოშმარული 2020 წლის შემდეგ დასუსტებული დოლარი პოზიციებს სწრაფად იბრუნებს.

 

ამის გამო გაოცება გასაგებია - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ინფლაცია პროგნოზებს მნიშვნელოვნად აჭარბებს, ექსპორტ-იმპორტის დისბალანსი იზრდება, რბილმა ფისკალურმა პოლიტიკამ მთელი მსოფლიო დოლარებით აავსო, ხოლო ავღანეთში შტატების დამარცხებამ დაადასტურა, რომ ამერიკა უკვე არაა ის ძალა, რომლის ნდობაც უპირობოდ შეიძლება.

 

თუმცა, დოლარის ფატალური დასუსტების პროგნოზები ნაადრევია - ვალუტის კურსი ცვალებადია და ის ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ცალსახაა, რომ უახლოესი თვეები ამერიკის ეკონომიკისთვის ხელსაყრელი იქნება - ძირითადი პარტნიორებისგან განსხვავებით.

 

სავაჭრო დეფიციტის ზრდა მართლაც შემაშფოთებელია, თუმცა, თავისთავად ეს ცუდი არაა - ამის მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივები ბევრად უკეთესია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

 


თუ არ ვისაუბრებთ პანდემიაზე, დანარჩენი მსოფლიოს პრობლემები ჩინეთიდან იწყება - მისი ეკონომიკური წარმატება დაკრედიტების სწრაფ ზრდას ეფუძნებოდა, ამიტომ, როდესაც ეკონომიკა მუხრუჭდებოდა, ოფიციალური პეკინი ბანკებისგან ახალი სესხების გაცემას მოითხოვდა. ამჟამად ეს თამაში დასასრულს უახლოვდება - ჩინეთის წლიური საპროცენტო ხარჯები მშპ-ს ზრდას აღემატება, ეს კი ინფლაციის მაღალ რისკს ქმნის.

 

ამიტომაც ეკონომიკის რეალური ზრდა შენელდა და ეს ჩინეთის სავაჭრო პარტნიორებზე უკვე აისახა. პეკინმა უკვე შეარბილა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რაც მკვეთრად აისახება ევროპაზე, რომლის ზრდაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აზიის ბაზრის მოთხოვნაზე. პირველ რიგში ეს, რა თქმა უნდა, ჩინეთს შეეხება.

 

ამავე დროს ამერიკის ეკონომიკა საგარეო მოხმარებაზე გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული და ეს, თავისთავად, დოლარის გაძლიერებაზე მუშაობს. აშშ-ის ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფი აღდგენა ასევე დოლარზე მოთხოვნას გაზრდის და ეს იმ დროს, როდესაც ევრო, რომელიც რამდენიმე ძლიერი სახელმწიფოს ერთიან მიდგომაზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ დღევანდელ მდგომარეობას შეინარჩუნებს, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაიზრდება.

 

ასევე გასათვალისწინებელია დოლარის მიწოდება - ფედრეზერვმა პანდემიის დროს ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით ბაზარზე დოლარების დიდი რაოდენობა გამოუშვა. 2020 წლის თებერვლიდან ფულადი მასის მაჩვენებელი M2 მკვეთრად, 5 ტრლნ დოლარით (33%-ით) $20,5 ტრლნ–მდე გაიზარდა. ბოლო თვეებში ეს ნაკადი შემცირდა, თუმცა, ფულადი მასის ასეთი უზარმაზარი მიწოდება გრძელვადიან ეფექტს იძლევა.

 

სავარაუდოდ, ფედერალური რეზერვი უახლოეს პერიოდში დოლარების მიწოდებას შეამცირებს და ამავე დროს სწრაფი ზრდა ამერიკის ეკონომიკურ მაჩვენებლებს გააუმჯობესებს, დოლარი კი გაძლიერდება.

 

ამერიკული ვალუტის ტრიუმფალური დაბრუნება შეასუსტებს არა მხოლოდ ევროს, არამედ ბევრი სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს - მაგალითად, ისეთებს, როგორც თურქული ლირა და სამხრეთ აფრიკული რანდია, რომლებსაც ძლიერი დევალვაცია ელის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up