ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) საპროცენტო განაკვეთს მიმდინარე კვირაში ნახევარი პროცენტული პუნქტით გაზრდის. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მთავარი მიზეზი ინფლაციასთან ბრძოლაა.
სესხების გაძვირების გარდა ECB აპირებს 5.3 ტრილიონი დოლარის ბონდების ამოღებას, რომლებიც მასტიმულირებელი ღონისძიებების პერიოდში შეისყიდა, რაც დღეისათვის 200 საბაზისო პუნქტით გაზრდის განაკვეთებს.
ევროსტატის განმარტებით, მაღალი ინფლაცია უმეტესწილად ენერგორესურსების 35%-იანი გაძვირებითა და სურსათის ფასების თითქმის 10%-იანი ზრდითაა განპირობებული.