Bloomberg Economics-მა 2022 წლის მთავარი ეკონომიკური რისკები დაასახელა

Bloomberg Economics-მა 2022 წლის მთავარი ეკონომიკური რისკები დაასახელა

access_time2021-12-30 17:00:37

საბაზო სცენარებში ანალიტიკოსები ეკონომიკის მდგრად აღდგენას, ფასების ზრდის შეჩერებას და ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ელიან.

 

თუმცა, ბოლო წლების გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ რეალობა შესაძლოა პროგნოზისგან განსხვავდებოდეს.

 

პირველ რიგში ეკონომიკის ზრდის შეფერხება კორონავირუსის ახალ შტამს, „ომიკრონ“ შეუძლია, რომელიც შესაძლოა დღეს არსებულ ვარიანტებზე გადამდები და ლეტალური აღმოჩნდეს.

 

ანტიკოვიდური შეზღუდვები ნაწილობრივი აღდგენა დღეს უკვე რამდენიმე ქვეყანაში ხდება, მათ შორის ბრიტანეთში, რის გამოც მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 4,7%-დან 4,2%-მდე შემცირდება.

 

თუ „ომიკრონი“ სიკვდილიანობის ზრდას არ გამოიწვევს, ქვეყნები პანდემიამდელ მაჩვენებელს უფრო სწრაფად დაუბრუნდებიან, ხოლო ეკონომიკური ზრდა 5,1%-ს მიაღწევს.

 

პრობლემურია ასევე ინფლაციაც, რომელსაც ხელს უწყობს ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის ხელფასების ზრდა შტატებში, კონფრონტაცია რუსეთს და უკრაინას შორის, გაზის გაძვირება და სურსათზე საერთაშორისო ფასების ზრდა.

 


ანალიტიკოსები ასევე ხედავენ აშშ-ს ფედერალური რეზერვის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების ნიშნებს. ამის სასარგებლოდ მეტყველებს აქტივების ფასების ზრდა, ინდექს S&P 500-ს მატებ  და უძრავი ქონების გაძვირება. განაკვეთების ზრდა შტატებში გააძლიერებს დოლარს, რაც განვითარებადი ქვეყნებიდან (თურქეთი, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ეგვიპტე) კაპიტალის გადინებას გამოიწვევს და მათ დამატებით რისკებს შექმნის.

 

ნაკლებად დაზარალდებიან ბუნებრივი რესურსების ექსპორტიორი-ქვეყნები დაბალი საგარეო ვალით და დადებითი სავაჭრო ბალანსით - ისეთები, როგორც რუსეთი და საუდის არაბეთი.

 

2021 წლის მე-3 კვარტალში შენელდა ჩინეთის ეკონომიკის ზრდა, რასაც 3 მიზეზი ჰქონდა ესენია: ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერის გაკოტრება, ლოკდაუნი, და ენერგოდეფიციტი. სავარაუდოდ, ჩინეთი ენერგოკრიზისს გაუმკლავდება.

 

ეკონომიკური ზრდა 5,7%-დან 3%-მდე შენელდება და ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნებს შემოსავლების გარეშე დატოვებს.

 

კიდევ ერთი რისკი, ამჯერად პოლიტიკურია, 2022 წელს საფრანგეთში და იტალიაში საპრეზიდენტო არჩევნებია, რომლებზეც შესაძლოა გაიმარჯვონ ევროკავშირის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებმა. თუ ეს მართლაც მოხდა სიმშვიდე ევროპის ობლიგაციების ბაზარზე დაირღვევა, ხოლო ეკონომიკის აღდგენა შენელდება.

 

2022 წელს სახელმწიფო ხარჯების შემცირებაა მოსალოდნელი,  ქვეყნები, რომლებმაც პანდემიის დროს უზარმაზარი თანხები დახარჯეს, ამჯერად ქამრების შემოჭერა მოუწევთ. სავარაუდოდ, სახელმწიფო ხარჯების შემცირება მსოფლიო მშპ-ს 2,5%-ს შეადგენს, რაც2008 წლის მკაცრი ეკონომიის რეჟიმის პერიოდს  5-ჯერ აღემატება.

2022 წელს კვების  პროდუქტებზე ფასების  ზრდაა მოსალოდნელი, რაც ღარიბ ქვეყნებში მღელვარებას გამოიწვევს. პირველ რიგში ეს შეეხება სუდანს, იემენს  და ლიბანს. არასტაბილურობა მოსალოდნელია სხვა რეგიონებშიც.  ჩინეთს და ტაივანს შორის მზარდ კონფლიქტს შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მათ შორის აშშ, რამაც შესაძლოა ახალი სანქციები და ტაივანის ნახევარგამტარების წარმოების დაზარალება გამოიწვიოს.

 

ეს თავის მხრივ, მსოფლიოში დღეს უკვე არსებულ მიკროჩიპების დეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

 

ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, აშშ საბიუჯეტო ხარჯების ზრდის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს. ჩინეთი გაზრდის ინვესტიციებს მწვანე ეკონომიკაში, ექსპორტი კი გაიზრდება.

 

წყარო: Bloomberg Economics





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up