რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული ენერგოკრიზისის შედეგად ევროპა 1 ტრილიონი დოლარით დაზარალდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ღრმა კრიზისი წინ არის და ამ ზამთრის შემდეგ დაიწყება.
ზამთრის შემდეგ, ევროპის რეგიონს გაზის რეზერვების რუსეთიდან, მცირე მიწოდებებით შევსება მოუწევს, რაც საწვავის ტანკერებზე კონკურენციას გაზრდის. ანალიტიკოსების აზრით, თხევადი ბუნებრივი გაზის უფრო დიდი რაოდენობით მიწოდების შემთხვევაშიც კი, მოსალოდნელია, რომ ბაზარი დაძაბული 2026 წლამდე იქნება, ეს მანამ, სანამ აშშ-სა და კატარიდან გაზის დამატებითი სიმძლავრე ხელმისაწვდომი გახდება.
ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, ბრიუგელის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობებმა კომპანიებისა და მომხმარებლების დახმარება შეძლეს და ამისთვის 700 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს, ბაზარზე საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.