ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, შესაძლებლობას დაადგინონ ფასის ლიმიტი რუსულ ნავთობზე ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მისი მონაცემებით, ევროკავშირი განიხილავს ასეთ ნაბიჯს იმისათვის, რომ მოხდეს საბოლოო შეთანხმება რუსეთის ექსპორტირებულ ნავთობზე ფასის დადგენასთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის.
სააგენტოს წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის უცნობია, უჭერს თუ არა კავშირის ყველა წევრი ქვეყანა 60-დოლარიან ბარიერს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა და დიდი შვიდეული მზად არიან, მიიღონ ეს ფასი, თუ აღსრულდება სხვა მოთხოვნები.
აღნიშნული წინადადება ევროკავშირში ჯერ განსახილველად არ გასულა - წერს Bloomberg-ი.