Bloomberg: ევროპა მილსადენების პოლიტიზების მძევალი ხდება

Bloomberg: ევროპა მილსადენების პოლიტიზების მძევალი ხდება

access_time2021-11-23 18:00:56

ენერგეტიკული მილსადენების მარშრუტების არჩევა ხშირად პოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, თანაც კომერციული მოგების საზიანოდ.

 


ზოგჯერ უკვე მოქმედი მილები პოლიტიკურ იარაღად გადაიქცევიან, ეს კი ყველასთვის საზიანოა.

 


არის იმის უამრავი მაგალითი, როდესაც მილსადენების მარშრუტები გეოპოლიტიკური საკითხების გათვალისწინებით ირჩეოდა. ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომლითაც აზერბაიჯანული ნავთობი თურქეთის ხმელთაშუა სანაპირომდე მიედინება, არც თუ ისე მომგებიანია კომერციული თვალსაზრისით სხვა მარშრუტებთან შედარებით. თუმცა, ის აირჩიეს იმის გამო, რომ ის სომხეთს, ირანს და რუსეთს გვერდს უვლიდა.

 


რუსეთის მიერ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მშენებლობაც მოსკოვის მხრიდან საბჭოთა პერიოდიდან მიღებულ მილსადენებზე უარის თქმის სტრატეგიის კულმინაციაა. ესეც, ისევე, როგორც არსებული მარშრუტების გამოყენების საკითხი, ხშირად პოლიტიკურ ელფერს იღებს.

 


ევროპას ზამთარში ენერგოკრიზისი ელის - ის გარშემორტყმულია მიმწოდებლებით და ტრანზიტორებით, რომლებიც მილსადენების თავიანთ პოლიტიკურ ინტერესებში იყენებენ.

 


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს პოლიტიკურ მოტივებს იმაში, რომ მოსკოვს ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდა არ შეუძლია, თუმცა, მისი არავის სჯერა. ადვილი გასაგებია, რატომაც.

 



„გაზპრომი“ აცხადებს, რომ კლიენტებთან დადებულ ყველა ხელშეკრულებას ზედმიწევნით ასრულებს და ერთი შეხედვით, ეს ასეც არის. მაგრამ ევროპაში „გაზპრომის“ საცავებში საწვავის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, გერმანიაში კი საერთოდ დაცარიელდა, რამაც გაზზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია.

 


ამას ასევე ხელს უწყობს მოლოდინები, რომ რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის  სერტიფიცირების შეყოვნების გამო შურს იძიებს და უკრაინული გაზსადენით საწვავის მიწოდებას მკვეთრად შეამცირებს - რაც დღეს უკვე აშკარად ჩანს.

 


პოლიტიკური პრობლემები არა მხოლოდ რუსეთთან დაკავშირებით არსებობს. ალჟირის და მაროკოს პოლიტიკური დავის ცენტრში უნებლიედ აღმოჩნდა ესპანეთი, რომელიც გაზს ალჟირიდან, მაროკოს გალით იღებს.

 


ეს ფასების შემდგომ ზრდას იწვევს, რადგანაც პოლიტიკური რისკების შესამცირებლად, ესპანეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, გათხევადებული გაზისთვის რბოლაში ჩაერთო - ამ ბაზარზე კი აზიელი მყიდველებო დომინირებენ, რომლებიც საწვავში ნებისმიერი ფასის გადახდისთვის მზად არიან.

 


ენერგეტიკულ ბაზარზე დაძაბულობა ბელარუსიდან პოლონეთში ნავთობის ტრანზიტის მოულოდნელმა შეფერხებამაც გაზარდა. ბელარუსულმა მხარემ ეს მილსადენის სასწრაფო რემონტს დაუკავშირა და რამდენიმე დღეში მიწოდება მართლაც განახლდა.

 


თუმცა, ლუკაშენკოს მიერ ევროკავშირის საზღვარზე ხელოვნურად შექმნილი მიგრაციული კრიზისის ფონზე ამის უკან ყველამ ბევრად უფრო მრისხანე მოვლენა დაინახეს - მინსკელი დიქტატორი ევროპას მის ტერიტორიაზე მოქმედი გაზსადენების ბლოკირებით ემუქრება და ეს სრულიად რეალური საფრთხეა.

 


პუტინმა, რომელიც გაზს და ნავთობს ევროპას ბელარუსის გავლითაც აწვდის, განაცხადა, რომ ბელარუსის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების ბლოკირებისგან „არაფერი კარგი არ გამოვა“. რუსეთმა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სანდო მიმწოდებლის რეპუტაცია საბოლოოდ დაკარგოს.

 


თუმცა, მოსკოვის გავლენა მინსკზე იმდენად დიდია, რომ ბუნებრივად ისმის კითხვა - ხომ არ დგას ამ მუქარის უკან თავად პუტინი?

 


ევროპა მილსადენების პოლიტიზების მძევალი ხდება. დღეს მისთვის ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლა როგორც არასდროს აქტუალურია, რადგანაც ნავთობის და გაზის მარაგები ჩრდილოეთის ზღვაში იწურება.

 


რისკები ყველაზე მეტად მომხმარებლებს დააწვება, თუმცა, საბოლოო ჯამში მიმწოდებლებიც დაზარალდებიან, რადგანაც ევროპა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევას დაჩქარებული ტემპებით შეეცდება.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up