პანდემიის და ინფლაციის გარდა, ამ ზამთარს ევროპელებს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდათ - ენერგოკრიზისი. მიწოდების შეფერხებამ ელექტროენერგიაზე და გაზზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია.
ეს ასევე აღმაშფოთებელია უკრაინის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის კუთხით - ევროპის დამოკიდებულობა რუსულ გაზზე დასავლეთს ურთულებს, აიძულოს პუტინი, თავი შეიკავოს სამხედრო აგრესიისგან.
ევროპელი ლიდერები ვალდებულები არიან ეს გამოწვევა მიიღონ და ერთადერთი გამოსავალია რუსულ გაზზე დამოკიდებულობის შემცირება. ეს ინვესტიციების ჩადებას ინფრასტრუქტურაში, მათ შორის გაზსაცავებში, ალტერნატიული ენერგეტიკის უფრო სწრაფ დანერგვას და ბირთვული ენერგეტიკის უფრო მასშტაბურ გამოყენებას გულისხმობს.
მჭიდრო კოორდინაციის გზით, ევროპის ქვეყნებს უფრო მდგრადი ენერგოსისტემის შექმნა და პუტინისთვის ენერგეტიკის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში ხელის შეშლა შეუძლიათ.
ევროპა ცდილობს მოიშოროს ნახშირი, პარალელურად კი მისი გაზის საბადოები იფიტება. ბრიუსელი ცდილობს სხვადასხვა რეგულაციებით „გაზპრომის“ ექსპანსია შეაჩეროს, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსეთზე ევროპის გაზის მოხმარების 47% მოდის - ეს სრულიად კრიტიკული და კაბალური დამოკიდებულობაა.
განსაკუთრებით მაღალია ეს მაჩვენებელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მოსკოვი ასევე გაზის შენახვის მსხვილ ინფრასტრუქტურას გერმანიაშიც ფლობს. ეს კი მას გავლენის კიდევ უფრო მეტ ბერკეტებს აძლევს. გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამუშავება ამ გავლენას მნიშვნელოვნად გაზრდის და ევროკავშირს უფრო მოწყვლადს გახდის.
ამიტომაც, როგორც მინიმუმ, გერმანიის ახალმა მთავრობამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცედურა უნდა შეაჩეროს მანამ, სანამ უკრაინის მიმართ საფრთხე საბოლოოდ არ განეიტრალდება.
თუმცა, კონტინენტის ენერგეტიკული პრობლემები დღევანდელი კონფრონტაციის ფარგლეს სცდება - გაზი გათბობის და სამრეწველო ინფრასტრუქტურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საწვავიად რჩება, და ევროპას მეტი ფიქრი არა ალტერნატიულ ენერგეტიკაზე, არამედ საგაზო სისტემის გაუმჯობესებაზე, თხევადი გაზის წილის ზრდაზე, ახალი საცავების მშენებლობაზე, ენერგოეფექტურობაზე და სხვა, ეკოლოგებში არაპოპულარულ ზომებზე მოუწევს.
მთავრობების მთავარი სტრატეგიული ამოცანაა სუფთა ენერგიაზე გადასვლა. ევროკავშირის მიერ დამუშავებული დეკარბონიზაციის პროგრამა მოსახლეობას გაზის მოხმარებას გადააჩვევს. თუმცა, როგორც აღიარეს საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა და ბრიტანეთმა, ენერგოგადასავლას დღევანდელთან შედარებით გაცილებით მასშტაბური ინვესტიციები სჭირდება.
ასევე რუსულ გაზზე დამოკიდებულობის შემცირება შეუძლებელია ატომური ენერგეტიკის გარეშე - იმ ქვეყნებში, სადაც ატომი არაპოპულარულია, მაგალითად, გერმანიაში, ადამიანებს უნდა აუხსნან, რამდენად გადაჭარბებულია წარმოდგენები ატომური ელექტროსადგურებისგან მომავალი საფრთხის თაობაზე.
ერთი ხელის მოსმით ევროპა რუსული გაზზე დამოკიდებულობას ვერ მოიშორებს, მაგრამ ენერგომატარებლების წყაროების მიზანდასახული დივერსიფიცირების გზით, მას შეუძლია შეამციროს როგორც მიწოდების შეფერხებები, ასევე პრეზიდენტ პუტინის მავნებლობის პოტენციალი.