Bloomberg: ევროპას ცივი ზამთრისგან OPEC ვერ იხსნის

Bloomberg: ევროპას ცივი ზამთრისგან OPEC ვერ იხსნის

access_time2021-10-19 20:00:20

წარმოუდგენლად მაღალი ფასები გაზზე, ნახშირზე და ელექტროენერგიაზე მსოფლიოში, და პირველ რიგში ევროპაში, ნავთობზე მოთხოვნას ზრდის, თუმცა, უახლოეს თვეებში შავი ოქროს მოპოვების ზრდა მოსალოდნელი არ არის - ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს დღევანდელზე მეტად ის აწუხებთ, რაც შესაძლოა ხვალ-ზეგ მოხდეს.

 


ბუნებრივი გაზის ნავთობის ჩანაცვლება დღიურ მოხმარებას ზამთარში დღე-ღამეში 500 000 ბარელით გაზრდის - კარგი ამბავი ნავთობმწარმოებლებისთვის ისაა, რომ ფასები ნავთობზე კიდევ გაიზრდება.

 


მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ OPEC-ს და მის მოკავშირე ქვეყნებს მოპოვების ზრდა გადაეწყვიტათ. ამას სერიოზული მიზეზი აქვს - 14 ოქტომბერს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბუნებრივი გაზის გაძვირებამ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა, თუმცა, 2021 წლის დეკემბერში მოხმარება გაცილებით ნაკლებია ნავარაუდევი, ვიდრე ივლისში.

 


რეალური პრობლემა კი ისაა, რომ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს მომავალი ზამთარი ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე გაცილებით მნიშვნელოვანი და საშიში გარემოება - მოპოვების ზრდის შემთხვევაში 2022 წელს ბაზარზე ნავთობის ჭარბი მარაგი დაგროვდება.

 


„ჩვენ გვაწუხებს იმის პერსპექტივა, რომ 2022 წელს ბაზარზე ნავთობის ჭარბი რაოდენობა იქნება, რას ნავთობსაცავების გადავსებას გამოიწვევს. 2022 წელი ჩვენთვის ძალიან რთული იქნება და ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ბინ სალმანმა.

 



ეს შეშფოთებისთვის საკმაოდ სერიოზული მიზეზია - OPEC-იც ადასტურებს მოსაზრებას, რომ 2021 წელს მოპოვების ზრდა მომავალ წელს ნავთობის სიჭარბეში გადაიზრდება.

 


ეს საკმაოდ სერიოზული მიზეზია იმისთვის, რომ ქვეყნებმა სიფრთხილე გამოიჩინონ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მიზეზია - მოპოვების ზრდაზე უარის თქმა არა მხოლოდ სამომავლო პრობლემებმა გამოიწვია, არამედ იმანაც, რომ რეალურად მომპოვებელი ქვეყნების დიდ ნაწილს წარმოების მატება ფიზიკურად არ შეუძლიათ.

 


მეტიც, ზოგიერთი ქვეყანა - ანგოლა, ნიგერია, მალაიზია, და ა.შ. - არათუ ზრდას, არამედ ამ დროისთვის არსებულ კვოტებსაც კი ვერ ავსებს, რუსეთის მოპოვება კი თითქმის შესაძლებლობების მაქსიმუმზეა.

 


ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრიზისის დაძლევაში ევროპას ირანული ნავთობი შეუწყობს ხელს - როგორც ცნობილია, ირანულ ნავთობზე ემბარგოს მოხსნისთვის საჭიროს 2015 წლის ბირთვული გარიგების აღდგენა, რომლიდანაც ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ გავიდა და დაბრუნებას ჯერ არ ჩქარობს.

 


გარიგების მოქმედების აღდგენა ჭიანურდება, მასთან ერთად კი - ირანული ნავთობის ბაზარზე გამოსვლის შესაძლო ვადებიც.

 


 ეს ორი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ OPEC და მისი მოკავშირეები მოპოვებას ეტაპობრივად, 2020 წლის აპრილში შეთანხმებული სქემით გაზრდიან, ისე, რომ არც ფასები დაეცეს და არც ჭარბი მარაგები დაგროვდეს.

 


ცხადია, რომ რისკი მაღალია - ფასების ზრდამ შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკა ისეთ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ მოთხოვნა დაეცეს და მასთან ერთად - ენერგომატარებლების მოხმარებაც.

 


ასეთ ვითარებაში მოპოვების ზრდამ შესაძლოა შემცირებულ მოთხოვნას გადააჭარბოს და ეს ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისთვის ყველაზე კოშმარული სცენარია.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up