Bloomberg: ევროპაში რუსულ გაზზე მოთხოვნა იზრდება

Bloomberg: ევროპაში რუსულ გაზზე მოთხოვნა იზრდება

access_time2021-06-26 14:00:17

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე მრავალი წელი დახარჯა, თუმცა, მომავალ ზამთარში მოსალოდნელი ცივი ამინდი ნიშნავს, რომ მას საწვავი ჩვეულებრივზე მეტი დასჭირდება.

 

ევროპაში ბუნებრივი გაზის მარაგები 10-წლიან მინიმუმამდეა შემცირებული,  ზამთარში კი,  Citigroup-ის პროგნოზით, 5 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ დონეს მიაღწევს. გაზსაცავების შევსება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგანაც გათხევადებული გაზის დიდი რაოდენობა დღეს ჩინეთში მიდის, ხოლო ნორვეგიის გაზგადამამუშავებელი მრეწველობა პანდემიამდელ მდგომარეობას კიდევ კარგა ხანი ვერ დაუბრუნდება.

 

ამ ყველაფერი გამო ევროპა რუსულ გაზზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინულ ტრანზიტს ამცირებს, შესაბამისად, მილსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

„თუ ახალი გაზსადენი არ ამუშავდა, ხოლო რუსეთი უკრაინის გავლით ტრანზიტს არ გაზრდის, ევროპას გაზის დეფიციტი და ფასების ზრდა მოელის“, - განაცხადა საკონსალტინგო კომპანიის  Wood Mackenzie-ის ვიცე-პრეზიდენტმა მასიმო დო ოდოარდომ.

 

იმ შემთხვევაში, თუ გეგმის თანახმად „ჩრდილოეთ ნაკადი“ მუშაობას უკვე სექტემბერში დაიწყებს, ის ევროპას  დამატებით 8 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის, 2 თვის შემდეგ კი მიწოდება შესაძლოა მკვეთრად გაიზრდოს.

 

„იყო მოლოდინები, რომ რუსეთი უკრაინის გავლით მეტ გაზს გაატარებდა, თუმცა ეს არ მოხდა, ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო - მოსკოვი ბრიუსელს სიგნალს უგზავნის, რომ მას უკრაინული ტრანზიტი საერთოდ არ სჭირდება“, - განაცხადა კონსალტინგური ფირმა Energy Aspects-ის ექსპერტმა ტრევორ სიკორსკიმ.


 

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა თითქმის დასრულდა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ პროექტის წინაამღდეგ დამანგრეველი სანქციების შემოღება და ამით პროექტის შეჩერება გადაიფიქრა.

 

ტრეიდერთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ით გერმანიაში გაზის მიწოდების დაწყებას ქვეყანაში არჩევნებამდე შეეცდება  - ამის მიზეზი ისაა, რომ არჩევნების შედეგად მწვანეთა პარტიის პოზიციების გაძლიერებამ შესაძლოა მოსკოვს ნებართვების მიღება გაურთულოს.

 

მილსადენს და მასთან ერთად რუსეთს, ბევრი სირთულე ელის - „ჩრდილოეთ ნაკად-2“-ს ევროკავშირში კომერციული საქმიანობისთვის მრავალი ნებართვის, ლიცენზიის და სერტიფიკატის მიღება მოუწევს.  ამიტომაც, კრემლს დამატებითი პრობლემები გაძლიერებული „მწავენეთა პარტიისგან“ არანაირად არ სჭირდება.

 

„თუ ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ბიუროკრატიული შეფერხებების გამო მუშაობას ვერ დაიწყებს,  ეს ევროპის გაზის ბაზარზე დამატებით დაძაბულობას შექმნის. „გაზპრომს“ ევროპაში გაზის დამატებითი რაოდენობის მიწოდებისთვის საკმარისი შესაძლებლობები აქვს, თუმცა მოისურვებს თუ არა მოსკოვი ამ ალტერნატივების გამოყენებას  - უცნობია“, - განაცხადა სიკორსკიმ.

 

„დღეს გაზზე  მოთხოვნა–მიწოდებას ბალანსის მხრივ საკმაოდ დაძაბული თანაფარდობის სტადიაში ვართ და თუ ეს დაძაბულობა გაგრძელდება, ზამთარი კი, როგორც პროგნოზირებენ, ცივი იქნება, ჩვენ ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გველის“,  - განცხადა „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ერთ-ერთი აქციონერის, გერმანული  Uniper-ის დირექტორმა ნიკ ჰოლანდერმა.

 

მისი თქმით, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ მოკლევადიან პერსპექტივაში გაზის ბაზარზე დიდ გავლენას მოახდენს, რადგანაც ევროპაში საწვავის მარაგები ძალიან შემცირდა.

 

„სწორედ ამიტომაა ამდენი დებატები ამ პროექტის ირგვლივ. ჩვენი მარაგები მეტი რომ ყოფილიყო, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მიმართაც ასეთი ყურადღება არ იქნე​ბოდა“, - მიიჩნევს ჰოლანდერი.

 

წყარო: bloomberg.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up