Bloomberg: ევროპული ენერგოკრიზისი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება

Bloomberg: ევროპული ენერგოკრიზისი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება

access_time2021-09-30 19:00:15

გაზზე ფასების კატასტროფულ ზრდას ამ ზამთარს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. კაცობრიობას უხილავ და ამავე დროს დიდ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს – და ეს პრობლემა ენერგოდეფიციტია.

 


განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ნახშირზე უარის თქმას ცდილობენ, სულ უფრო დამოკიდებულები ხდებიან ბუნებრივ გაზზე, რომელიც სახლებს ათბობს და ეკონომიკას ამოძრავებს.

 


მაგრამ გაზი დღეს საკმარისია არაა სწრაფი პოსტპანდემიური ზრდის უზრუნველყოფისთვის, შესაბამისად, საწვავი საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო და უფრო ძვირდება, ხოლო მომპოვებელი ქვეყნები, ისეთები, მაგალითად, როგორც რუსეთია, მეტ გაზს შიდა მოხმარებისთვის იტოვებენ.

 


ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება - ენერგოდეფიციტის გამო სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები ელექტროენერგიის პერიოდულ გათიშვასაც არ გამორიცხავენ. ევროპაში გაზსაცავების მარაგები მინიმუმზეა, გაზის მიწოდება მილსადენებით ნორვეგიიდან და რუსეთიდან მცირდება, ქარის ნაკლებობის გამო გაჩერებულია ქარის ელექტროსადგურები, ხოლო მოძველებული ატომური ელექტროსადგურები ნელა-ნელა მწყობრიდან გამოდიან.

 


ეს ფაქტორები გაზის გაძვირებას ხელს უწყობენ, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ევროპაში ბოლო თვეებში ბუნებრივი აირი 500%-ით გაძვირდა. მაშინაც კი, თუ ზამთარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მკაცრი არ იქნება, გაზის გაძვირება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში განაგრძობს.

 


ეს კი ყველა მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყნის ეკონომიკას დაარტყამს. გაჩერდება ქარხნები, ფერმერებს დანახარჯები გაეზრდებათ, თითქმის ყველა საქონელი, რომლის წარმოებაც ენერგიას მოითხოვს, მნიშვნელოვნად გაძვირდება.

 



„თუ ზამთარი ცივი იქნება, ბევრ ქვეყანას გაზი სახლების გასათბობადაც კი არ ეყოფა. ეს უბრალოდ კრიზისი კი არ იქნება - ეს რიგით ადამიანებს პირდაპირ შეეხება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში ამოს ხოხშტეინმა.

 


აზიელი იმპორტიორები თხევად გაზში რეკორდულ ფასს იხდიან და ამავე დროს უფრო „დამაბინძურებელ“ საწვავს იმარაგებენ - იმ შემთხვევისთვის, თუ გაზი არასაკმარისი იქნება.

 


მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დღეს ევროპაა, თუმცა, ბუნებრივი გაზის დეფიციტს ყველაზე მსხვილი მომხმარებელი - ჩინეთიც განიცდის.

 


პეკინი გაზსაცავების შევსებას ვერ ასწრებს იმის მოუხედავად, რომ იმპორტი გაორმაგდა. ჩინეთის რამდენიმე პროვინციამ მრეწველობისთვის ენერგომომარაგების განრიგი შემოიღო. მომავალი უფრო ბუნდოვანია - თუ ჩინეთის ხელისუფლება გაზს მოსახლეობის გათბობაზე გადაანაწილებს, ინდუსტრიის დიდ ნაწილს გაჩერება მოუწევს.

 


ეს კი, ისევ და ისევ, საერთაშორისო ბაზარზე თითქმის ყველანაირი საქონლის გაძვირებას გამოიწვევს. ევროპას, აზიას და ახლო აღმოსავლეთს შორის სულ მალე თხევადი გაზისთვის ნამდვილი რბოლა დაიწყება.

 


„ჩვენ ძალიან დიდი მარაგები გვაქვს, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა მსურველს ვერ დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად ალ-კააბიმ.

 


იგივე ამერიკულ თხევად გაზსაც შეეხება - გაზის დეფიციტი ამერიკასაც შეეხო - გაზსაცავებში მარაგები 5-წლიან მინიმუმზეა, თუმცა ფიქალის გაზის მწარმოებლები მოპოვების ზრდას არ გეგმავენ - ეს მათ მოგებაზე ნეგატიურად აისახება.

 


არაკომერციული ორგანიზაცია „ამერიკის სამრეწველო ენერგომომხმარებლები (The Industrial Energy Consumers of America) მთავრობისგან გაზის ექსპორტის შემცირებას ითხოვს, მაგრამ ამან შესაძლოა დეფიციტი სხვა ქვეყნებში გაზარდოს.

 


იყო დრო, როდესაც რიგითი ადამიანი გაზის საერთაშორისო ფასებს საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა, ამ ზამთარს მსოფლიო გაიგებს, რამდენად ძლიერადაა ის დამოკიდებული გაზზე.

 

 

bloomberg.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up