Bloomberg: ფინანსისტებს ელექტრონული დოლარის იდეა აშინებთ

Bloomberg: ფინანსისტებს ელექტრონული დოლარის იდეა აშინებთ

access_time2021-07-22 19:00:56

წარმოიდგინეთ – თქვენ გაქვთ ანგარიში ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაში, და შეგიძლიათ ნებისმიერი თანხის გადარიცხვა ან მიღება ტელეფონით ან ნოუთბუკით  -ყოველგვარი შუამავლების, საკომისიოს და გზავნილის მიღების დალოდების გარეშე.

 

ეს ფუტურისტების ოცნება და ბანკირების წყევლაა და ეს იდეა არა კრიპტოვალუტების სამყაროში, არამედ ამერიკის ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტაში გაჩნდა.  ელექტრონული დოლარის კონცეფციის მომხრეთა შორისაა ფედერალური სარეზერვო ოსისტემის თავჯდომარე ჯერომ პაუელი, ასევე აქტიურად უჭერს მხარს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეი ჯანკარლო და ბევრი სხვა ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და ფინანსისტი.

 

ამ დროისთვის ციფრული დოლარის იდეაზე აქტიური მუშაობა მაღალი ტექნოლოგიების მექაში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიმდინარეობს, ვირტუალურ დოლარს მხარს დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც უჭერენ.

 

პოლიტიკოსები ამ კონცეფციას ჩინეთთან ორთაბრძოლის ნაწილად განიხილავენ, რადგანაც ოფიციალური პეკინი ციფრულ იუანზე გაცილებით უფრო აქტიურად მუშაობს, ვიდრე ამერიკა ელექტრონულ დოლარზე - ამ დროისთვის ჩინური ვირტუალური ეროვნული ვალუტის ცდები უკვე მიმდინარეობს და მისი პრაქტიკული დანერგვა შორეული პერსპექტივა არაა.

 

თუმცა, ელექტრონულ დოლარს სერიოზული მოწინაამღდეგეებიც ჰყავს  - მაგალითად ბანკირები, რომელთა საქმიანობაც 17 ტრლნ დოლარის დეპოზიტების მეშვეობით ფინანსდება.

 

ასევე, ბანკები ტრანზაქციების, გზავნილების განაღდების და ბანკომატებს მომსახურეობით დიდ მოგებას იღებენ - ელექტრონული დოლარის შემოღება მთელს ამ უზარმაზარ სისტემას უქმნის საფრთხეს.

 


საბანკო პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტის გრეგ ბაერის თქმით, მომსახურეობის ბევრი სახეობა, მაგალითად, იპოთეკური დაკრედიტება გართულდება იმ შემთხვევაში, თუ ფედერალური რეზერვი საბანკო სისტემის ისტორიულად ჩამოყალიბებული როლის დაკნინებას შეეცდება.

 

ფინანსისტები ასევე მიიჩნევენ, რომ ციფრული დოლარი საბანკო სისტემის დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ხოლო ფედრეზერვი წარმოუდგენელი მასშტაბის ძალაუფლებას მიიღებს.

 

არის თუ არა რეალურად საჭირო ელექტრონული დოლარი - საკამათო საკითხია. მსხვილი კორპორაციებისთვის ბანკთაშორისი ტრანზაქციები ისედაც საკმაოდ სწრაფია, რაც მის მიმზიდველობას ამცირებს.

 

ფედერალური რეზერვი ელექტრონული დოლარის იდეას 2017 წლიდან აკვირდება, მაგრამ მრავალი საკითხი ჯერაც გადაუწყვეტელი რჩება - მაგალითად, რა როლი ექნებათ კერძო საფინანსო ინსტიტუტებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრეები ელექტრონულ ვალუტაში გადასვლას დააპირებენ, ბანკებს სესხების გაცემის ახალი სისტემის მოფიქრება მოუწევთ.

 

ციფრული დოლარის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ბანკებისთვის გარკვეული დამცავი რეგულაციების დაწესება შეუძლია - მაგალითად, ელექტრონული ვალუტის ფლობის გარკვეული ლიმიტის დაწესება.

 

ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახაზინო მრჩევლის ლევ მენანდის თქმით, ციფრული ვალუტის შექმნის პროცესში ასეთი ტიპის კომპრომისები დაუშვებელია - მისი აზრით, თუ ამ ტიპის ფულადი ერთეული შეიქმნა, მასთან მიმართებაში არავითარი შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს.

 

„ელექტრონული ვალუტის შექმნას შესაბამისი კანონის მიღება დასჭირდება და კონგრესი არჩევანის წინაშე დადგება - შექმნას ცენტრალური ბანკის სრულფასოვანი ვალუტა, თუ უცხიმო რძე, რომელიც ბანკების სასარგებლოდ გაზავებული იქნება“, - განაცხადა მან.

 

bloomberg.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up