Bloomberg: გათხევადებული გაზი ევროპას ამ საწვავის დეფიციტისგან ვერ იხსნის

Bloomberg: გათხევადებული გაზი ევროპას ამ საწვავის დეფიციტისგან ვერ იხსნის

access_time2021-08-24 19:00:41

გათხევადებული გაზის ტერმინალების ფართო ქსელი ევროპას ზამთარში მოსალოდნელი გაზის დეფიციტისგან ვერ იხსნის  - ბოლო თვეებში ამ ტიპის საწვავის მიწოდება ევროპაში მინიმუმამდე დაეცა და პერსპექტივები ბევრად უკეთესად არ გამოიყურება.

 

ამ დროს, რუსეთი ევროპაში ბუნებრივი გაზის ექსპორტს ამცირებს და კონტინენტს მძიმე ზამთარს უმზადებს.

 

სადღეისოდ, ევროპაში გაზის მარაგები 10-წლიან მინიმუმზეა, ფასები არასტაბილურია და თითქმის ყოველდღიურად იზრდება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ბოლო არაა, რადგანაც ბაზარი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გაშვების შესახებ ინფორმაციას ელოდება. არაა გამორიცხული, რომ ამ პროექტის ამოქმედებას უკრაინული ტრანზიტის შემცირება მოჰყვეს, რაც ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.

 

„ევროპისთვის აუცილებელია გაზსაცავებში მარაგების შევსება, თუმცა, დღეს არსებული დაძაბულობის პირობებში, ეს ადვილი საქმე არ იქნება. გამოსავალი ერთადერთია - გაზსადენით მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობების ზრდა“, - განაცხადა გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების სატანკერო კომპანიის Flex LNG-ს გენერალურმა დირექტორმა ეისტეინ კალეკლევმა.

 

მისი თქმით, უკრაინული ტრანზიტის შემცირების და „გაზპრომის“ ერთ-ერთი ქარხნის ხანძრის გამო მწყობრიდან დიდი ხნით გამოსვლის გათვალისწინებით, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არასაკმარისი იქნება.

 

გარდა ამისა, ამ დღეებში „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ რუსეთში მოთხოვნის მკვეთრი ზრდის გამო, აუცილებელია ქვეყანაში არსებული გაზსაცავების შევსება, ეს კი, სავარაუდოდ, სწორედ ევროპის ხარჯზე მოხდება.


 

ეს ყველაფერი ევროპაში გაზის მოპოვების შემცირების ფონზე ხდება - კონტინენტი რუსეთისგან მეტ ბუნებრივ აირს იღებს, ვიდრე თავად მოიპოვებს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაზზე მოთხოვნა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ აზიაშიც იზრდება - კერძოდ, ჩინეთში და იაპონიაში.

 

ამ მოთხოვნასაც დაკმაყოფილება სჭირდება და ეს გაზი ისევ ევროპას მოაკლდება.

 

თუმცა, გარკვეული შანსები, რომ ევროპას ზამთარში გაყინვას გადაურჩება, მაინც არის  -

Bloomberg NEF-ის ანალიტიკოსების აზრით, ომანიდან, შტატებიდან და ავსტრალიიდან თხევადი გაზის მიწოდების ზრდის ხარჯზე, სავარაუდოდ, მე-4 კვარტალში ფასები კლებას დაიწყებს.

 

და რაც მთავარია, დღეს არსებული საგაზო დეფიციტი შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამოქმედების შემდეგ შეივსოს. ბაზარი ამ პერსპექტივაზე უკვე რეაგირებს - რამდენიმე დღის წინ გაზის ფასი ევროპაში 12%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ ახალი გაზსადენით ევროპა 2021 წელს 5,6 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით გაზის მიწოდება ძალიან დროულად დაიწყება, რადგანაც ამის წყალობით წლის ბოლოს დეფიციტი თუ ბოლომდე არ აღმოიფხვრება, ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შემცირდება მაინც“, - მიიჩნევს DB Group-ის დირექტორი ტიმ პატრიჯი.


სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე ახალი მილსადენის ამოქმედება საქმეს ვერ უშველის, რადგანაც მას პარალელურად უკრაინული ტრანზიტის შემცირება მოჰყვება - მიიჩნევს S&P Global Platts-ის დირექტორი ჯეიმს ჰექსტოპი.

 

მისი თქმით, დღეს უკვე საბოლოოდ ცხადია, რომ თხევად გაზზე დამყარებული იმედები არ აღსრულდა და დეფიციტის დაფარვისთვის ევროპას ბუნებრივი გაზი კვლავ სჭირდება და რუსეთზე დამოკიდებულება მომავალში არათუ არ შემცირდება, არამედ გაიზრდება.

 

bloomberg.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up