Bloomberg-ის სასაქონლო სფეროს ანალიტიკოსი მაიკ მაკგლონი თვლის, რომ აშშ-ს ბანკების წარუმატებლობის სერია ცვლის ინვესტორების შეხედულებას ბიტკოინზე.
Finance.ua წერს, რომ სკოტ მელკერთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა განმარტა, რომ სავარაუდოა, რომ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ბიტკოინს, როგორც ტრადიციული მონეტარული სისტემის ალტერნატივას.
მაკგლონის პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინვესტორი შეეცდება ბიტკოინის შეძენას შემოდგომაზე, რადგან „კრიზისის გამო კრიპტობაზარზე ფუნდამენტური პარადიგმის ცვლილება მოხდა“.