ლარმა ახალი კვირა გამყარებით დაიწყო. 28 მარტს თბილისის დროით 13:30 სთ-ისთვის, Bloomberg-ის პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 3.1875 ლარად ივაჭრებოდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ კურსთან შედარებით 3.59 თეთრით ნაკლებია.
1-ელ იანვარს დოლარი 3.09 ლარი ღირდა, 9 თებერვალს გამყარების პიკზე - 2.92. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 1 დღით 23 თებერვალს 3 ლარი, 10 მარტს უკვე 3.40. ამის შემდეგ სებმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარს $39.6 მლნ მიაწოდა, რამაც გაუფასურების მზარდი ტენდენცია დაასრულა.