Bloomberg-ის პლატფორმაზე თბილისის დროით 14 მარტს 13:00 სთ-ისთვის 1 აშშ დოლარი 3.22 ლარად ივაჭრება. მიმდინარე კურსი ოფიციალურთან შედარებით 1.08 თეთრით ნაკლებია, გასული კვირის პიკთან შედარებით კი 25-27 თეთრით ნაკლები. სების $39.6 მლნ-იან ინტერვენციამდე, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 3.50-ს მიაღწია.
თებერვლის დასაწყისში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.00-იან ნიშნულს ჩამოსცდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. დოლარის რეალურმა შესასყიდმა ფასმა 9 მარტს 3.50-ს მიაღწია, 10 მარტიდან კი კლება დაიწყო.