ამერიკულმა სააგენტომ Bloomberg გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო რუსეთსა და ბელარუსში საქმიანობას აჩერებს.
Bloomberg-ის კლიენტები ამ ორ ქვეყანაში დაკარგავენ წვდომას კომპანიის პროდუქტზე, მათ შორის ტერმინალზე და ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე - წერს სააგენტო. თუმცა შენარჩუნდება წვდომა ვებ-გვერდზე Bloomberg.com.
საერთაშორისო სანქციების შესაბამისად ასევე დაიბლოკება სავაჭრო ფუნქციები რუსული ფასიანი ქაღალდებისთვის. რუსული კომპანიების აქციები საერთაშორისო საფონდო ინდექსებიდან 9 მარტს გაიტანეს, ხოლო ობლიგაციების ამორიცხვა მოხდება თვის ბოლოდან.
ამასთან, Bloomberg News-მა ჯერ კიდევ 4 მარტს გამოაცხადა, რომ აჩერებდა საქმიანობას რუსი ჟურნალისტებისთვის.
ორშაბათს კი კომპანიამ გამოაცხადა, რომ 40 მლნ დოლარი გამოყო უკრაინელი დევნილების დასახმარებლად.
ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Bloomberg არის მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინფორმაციის მომწოდებელი კომპანია, ფინანსური ბაზრების პროფესიონალი მოთამაშეებისთვის.