Bloomberg: ნავთობი ფერფლიდან აღდგა

Bloomberg: ნავთობი ფერფლიდან აღდგა

access_time2020-12-15 20:00:48

გასულ კვირას ნავთობის ღირებულებამ საერთაშორისო ბაზარზე პირველად მარტის თვიდან 50 დოლარს გადააჭარბა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზღვარია შავი ოქროს ბაზრისთვის, რომელიც ღრმა ვარდის შედეგების დაძლევას ცდილობს.


ამ ეტაპზე ვითარება არ შეიძლება ნორმალურად შეფასდეს, თუმცა, პოზიტიური სიგნალების რაოდენობა იზრდება. მარტ-აპრილში დაგროვილი ნავთობის ჭარბი მარაგი ნელა-ნელა იწურება. შტატებში პანდემია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა, ევროპაში, მეორე ტალღის შესუსტების ფონზე მოთხოვნა ენერგომატარებლებზე ძველ მაჩვენებელს უბრუნდება. რომ არაფერი ვთქვათ აზიაზე, რომელიც უკვე რამდენიმე თვის მანძილზე მსოფლიოში ნავთობის მთავარი მომხმარებელი გახდა.


2021 წელს მსოფლიოს ტურიზმის და გადაზიდვების აღდგენას ელოდება, ამიტომაც ნავთობი ისევ ძალიან მოთხოვნადი გახდა. ევროპაში და შტატებში ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად ინვესტორები სანავთობო დარგში ბრუნდებიან, ფასები კი იზრდება.


დედამიწის ზოგიერთ რეგიონში აღდგენა უკვე თითქმის დასრულდა, ინდოეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წარმომადგენლის ინფორმაციით, საწარმო უკვე მთელი სიმძლავრით ამუშავდა.


ჩინეთში და იაპონიაში, რომლებიც მსოფლიოში ნავთობმოხმარების კუთხით მე-3 და მე-4 ადგილებზე არიან, მოხმარება პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე თითქმის გაუტოლდა. ევროპელებიც ნელა-ნელა საჭეებთან ბრუნდებიან - რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბრიტანეთმა, ესპანეთმა და საფრანგეთმა, შეზღუდვები მნიშვნელოვნად შეარბილა, რამაც საავტომობილო მოძრაობა მკვეთრად გაზარდა.



მსოფლიო მასშტაბებში საავტომობილო გადაზიდვების იზრდება, რადგანაც ბიზნესი საშობაო დღესასწაულების წინ მარაგებს ავსებს.


მოთხოვნის აღდგენასთან ერთად ოპეკი და მისი მოკავშირეები მოპოვებაზე მკაცრ შეზღუდვებს ინარჩუნებენ. მათ უარი თქვეს დღეში მოპოვების 1,9 მლნ. ბარელით გაზრდის ვარიანტზე და 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 500 000 ტონა იქნება. ასევე ნეგატიურია შტატებში ფიკალის ნავთობის მოპოვების ზრდის პროგნოზები.


მოხმარების სწრაფი ზრდა შემცირებული მოპოვების ფონზე, აი ეს არის ბოლო დღეებში შავი ოქროს გაძვირების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სავარაუდოდ, 50 დოლარი ამ ეტაპზე მაქსიმალური დონე იქნება, რადგანაც, პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, დღევანდელი რეალობა საკმაოდ რთულია.


„სადღეისოდ ნავთობი პოზიტიური მომავლის გათვალისწინებით ფასდება, თუმცა, დღეს რეალურად, ჩვენ კორონავირუსით დამძიმებული ზამთარი გველოდება“ -  განაცხადა სინგაპურული კონსალტინგური კომპანიის IHS Markit Ltd-ს ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ შამმა.


შესაძლოა ამ ფასმა ოპეკ+ში არსებული უთანხმოებები კიდევ უფრო გაამძაფროს. კარტელში ბევრია ქვეყანა, რომელიც შეზღუდვების შერბილებას და მოპოვების ზრდას მოითხოვდა. თუ მოპოვება მართლაც გაიზარდა, ეს ფასების ხელახალ ვარდნაც გამოიწვევს, ასე რომ ნავთობის ბაზარი აღმავლობის მიუხედავად, ჯერჯერობით არასტაბილურია.


მას ასევე სხვა მრავალი გართულება ელის, მაგალითად, თებერვალში ჩინეთში მოხმარება მკვეთრად ეცემა იმის გამო, რომ ქვეყანაში ახალ წელს აღნიშნავენ და ამ დროს მთელი ინდუსტრია დიდწილად გაჩერებულია.


ამ დროისთვის ნავთობს გაძვირებას ხელს არამხოლოდ გლობალური მოთხოვნის ზრდა, არამედ სპეკულიანტების აქტიურობაც უწყობს, ვაქცინის გაჩენის ფონზე ისინი მოხმარების სწრაფ ზრდას ელოდებიან, შესაბამისად, შავ ოქროს კიდევ უფრო მეტი გაძვირების იმედით ყიდულობენ.


bloomberg.com

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up