ბავარიული Bavarian Nordic არ არის დარწმუნებული, რომ იგი „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებს, რადგან ინფიცირების შემთხვევები მთელ მსოფლიოში იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანიური კომპანია ახლა იკვლევს ზოგიერთი წარმოების აუთსორსინგის შესაძლებლობას, მათ შორის ტექნოლოგიის გადაცემას აშშ-ში კონტრაქტორ მწარმოებლებზე, რათა გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, ნათქვამია კომპანიის ვიცე- პრეზიდენტის როლფ სას სორენსის მოხსენებაში.
„ბაზარზე ძალიან დინამიკური მდგომარეობაა, მოთხოვნა მუდმივად მზარდია და უკვე აღარ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება რომლის წინაშეც ვდგავართ“ - უთხრა Bloomberg -ს როლფ სას სორენსენმა.
ვირუსი სულ რამდენიმე თვეში 70-ზე მეტ ქვეყანაში ათასობით ადამიანზე გავრცელდა, დიდმა ბრიტანეთმა კვირის დასაწყისში აღნიშნა, რომ ვაქცინის დროებითი დეფიციტის წინაშე დგას და მწარმოებლის მიერ დოზების შემდგომ წარმოებას ელოდება.
„ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ ვაქცინის წარმოების ყველა ეტაპზე პარტნიორებისგან დახმარება მივიღოთ. ჩვენ სიმძლავრეების გაზრდის მიზნით ვიკვლევთ ტექნოლოგიის გადაცემის გზებს აშშ-ში კონტრაქტით მწარმოებლებზე. ამ ეტაპზე კონკრეტულ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები არ გვაქვს თუმცა ვიკვლევთ თუ რა გზები არსებობს და რა შეიძლება გაკეთდეს“ - აღნიშნა სორსენმა.
დანიურმა კომპანიამ წელს თავისი ფინანსური პერსპექტივა რამდენჯერმე გაზარდა, რადგან მთავრობებმა მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი დახარჯეს მისი Jynneos ვაქცინაციის შეკვეთისთვის, რომელიც თავდაპირველად ჩუტყვავილაზე შეიქმნა, ამჟამად ბავარიას კოპენჰაგენის ჩრდილოეთით მდებარე ობიექტში წელიწადში 30 მილიონი დოზის წარმოება შეუძლია.