2023 წლის პირველ ორ თვეში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა, თუმცა ომის ფონზე დანახარჯები შენელდა.
რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დეფიციტმა 2,58 ტრილიონ რუბლს ანუ 34 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ხარჯებმა 5,74 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
„მოსკოვს გაუჭირდება თავისი ანგარიშების დაბალანსება, რადგან შიდა სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალი 11%-ზე მაღალია, ხოლო ნავთობიდან შემოსავალი იკლებს“, - აღნიშნა რუსმა ეკონომისტმა ალექსანდრ ისაკოვმა.
სანქციებმა და სხვა შეზღუდვებმა რუსეთის ენერგოპროდუქტების ექსპორტის შემოსავალს მძიმე დარტყმა მიაყენა. რუსეთს ნავთობისა და გაზის შემოსავლები ერთ წელიწადში 46,4%-ით შეუმცირდა. არაენერგეტიკული სექტორის შემოსავლები კი იანვარში 9%-ით შემცირდა.
წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4% იქნება.