Bloomberg: რუსულ გაზსადენს არა გერმანიის ახალი კანცლერი, არამედ ბიუროკრატია უშლის ხელს

Bloomberg: რუსულ გაზსადენს არა გერმანიის ახალი კანცლერი, არამედ ბიუროკრატია უშლის ხელს

access_time2021-12-13 20:00:21

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი, სავარაუდოდ, ხელს არ შეუშლის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამუშავებას, თუმცა, შესაძლოა, მის ნაცვლად ეს გერმანულმა ბიუროკრატიამ გააკეთოს.

 


გერმანიის და ევროკავშირის ყველა უწყების მიერ გაზსადენის სერტიფიცირებას სავარაუდოდ, 6-დან 8 თვემდე დასჭირდება.

 


აშშ-ის მხრიდან სულ უფრო ზრდადი ზეწოლის მიუხედავად, შოლცს მილსადენის პროექტისადმი მკაცრი პოზიციის გამოხატვა არ დასჭირდება - მას ამ საქმეში ბიუროკრატია უშველის. ნოემბრის შუა რიცხვებში გერმანიამ ადგილობრივ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა.

 


ნებართვის გაცემის პროცედურა მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც მილსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG შექმნის შვილობილ კომპანიას, რომელიც პროექტის გერმანული ნაწილის მართვას ჩაიბარებს.

 



თუმცა, ეს ავტომატურად მილსადენის ამუშავებას არ ნიშნავს - „მწვანე შუქი“ „ჩრდილოეთის ნაკად-2“-ს უნდა აუნთონ გერმანიის ფედერალურმა რეგულატორმა და ევროკავშირის ორმა უწყებამ, რომლებიც მოქმედების დიდი სისწრაფით არ გამოირჩევიან.

 


ამის შემდეგ Nord Stream 2 AG-სთვის გაცემულმა სერტიფიკატმა უნდა გაიაროს შემოწმება ევროკავშირში და მხოლოდ ამის შემდეგ გერმანიას შეუძლია საბოლოო თანხმობის მიცემა.

 


მთელ პროცესს კიდევ 6-დან 8 თვემდე დასჭირდება. ამერიკა არაერთხელ მოუწოდებდა გერმანიას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - ს მხარდაჭერაზე უარის თქმას, რადგანაც პროექტს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის მუქარად აფასეს. მაგრამ ამის მიუხედავად, ბერლინი ამ პროექტის გაჩენის პირველივე დღიდან მას ყველანაირად მხარს უჭერდა.

 


რამდენიმეჯერ საქმე შტატებს და გერმანიას შორის პირდაპირ სიტყვიერ დაპირისპირებამდე მივიდა და საბოლოოდ, ვაშინგტონი და ბერლინი შეთანხმდნენ, რომ გაზსადენი, ყველაფრის მიუხედავად, ამუშავდება. თუმცა, ისინი ერთიან აზრამდე მივიდნენ, რომ რუსეთს სანქციები დაემუქრება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის გაზსადენს სხვა ქვეყნებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.

 


დღეს აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ბლოკირებას უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამოყენებით გეგმავს. წყაროების ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია მოითხოვს ბერლინისგან გაზსადენის გაჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას მართლაც წამოიწყებს.

 


ამ ეტაპზე გერმანიის მთავრობა ამ კუთხით არანაირ გარანტიებს და დაპირებებს არ იძლევა - ბერლინის აზრით, ამ დაპირებას დღეს აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ მდგომარეობა გაზსადენის ირგვლივ მთლიანად გერმანული რეგულატორების ხელშია, ხოლო შოლცის მთავრობას მათზე გავლენის მოხდენის არანაირი ბერკეტები არ გააჩნია.

 

 

bloomberg.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up