Bloomberg - თუ სრული ემბარგო არ დაწესდა, რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტიდან წელს 321 მლრდ დოლარს გამოიმუშავებს

Bloomberg - თუ სრული ემბარგო არ დაწესდა, რუსეთი ენერგორესურსების ექსპორტიდან წელს 321 მლრდ დოლარს გამოიმუშავებს

access_time2022-04-04 19:00:00

Bloomberg Economics-ის პროგნოზით, რუსეთს წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან 321 მლრდ დოლარს გამომუშავება შეუძლია, რაც 2021 წელზე მესამედით მეტია. გარდა ამისა, წლევანდელი წელი რუსეთმა შესაძლოა, მიმდინარე საოპერაციო ანგარიშების რეკორდული პროფიციტით დაასრულოს, რამაც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაცემებით, შესაძლოა, 240 მლრდ დოლარს მიაღწიოს.


„სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსეთში, როგორც ჩანს, მყარი ვალუტის მნიშვნელოვანი შედინება გრძელდება,“ - ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ეკონომისტების მოხსენებაში.


თუმცა Bloomberg შენიშნავს, რომ რუსულ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, პროგნოზი შესაძლოა, მთლიანად შეიცვალოს. რუსული ნავთობის ექსპორტი და წარმოება ისედაც იკლებს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო პროგნოზირებს, რომ მიმდინარე თვეში რუსეთმა შესაძლოა, ნავთობის მოპოვების, თითქმის, მეოთხედი დაკარგოს.


რუსული ენერგიის ბევრი ტრადიციული მყიდველი სხვა ვარიანტებს ეძებს და მომარაგების ახალ კონტრაქტებზე ხელმოწერას არ აპირებს, სხვა ქვეყნები კი, მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი, ნავთობს დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ. ნავთობი და გაზი რუსეთის ექსპორტის, დაახლოებით, ნახევარს შეადგენს და გასულ წელს ბიუჯეტს შემოსავლების, თითქმის, 40% მოუტანა.


„ნახშირწყალბადების შემოსავლები რუსეთის ეკონომიკის მაშველი რგოლია, რაც სანქციების შედეგებს ამსუბუქებს და საგადამხდელო ბალანსის კრიზისის თავიდან აცილებას ხელს უწყობს. თუმცა ენერგეტიკული ემბარგოს გარეშეც კი ინფლაცია მკვეთრად იზრდება და ქვეყანას ღრმა რეცესია უახლოვდება,“ - აცხადებს Bloomberg Economics-ის ეკონომისტი, სკოტ ჯონსონი.



თუმცა TS Lombard-ის თანახმად, რუბლის მკვეთრი გაუფასურებისა და დოლარში ნავთობის მაღალი ფასების ერთობლიობა წელს რუსეთის ბიუჯეტს, დამატებითი შემოსავლის სახით, 8,5 ტრლნ რუბლს (103 მლრდ დოლარს) მოუტანს.


„როგორც ჩანს, სანქციები ეკონომიკის არაენერგეტიკულ ნაწილს გაანადგურებს და რუსეთი ენერგეტიკაზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება,“ - ამბობს TS Lombard-ის ანალიტიკოსი, მადინა ხრუსტალევა.


Goldman Sachs-ის პროგნოზით, წელს რუსეთში საქონლის იმპორტი 20%-ით შემცირდება, რაც ექსპორტის მოსალოდნელ შემცირებას ორჯერ აღემატება, ხოლო რუსეთის მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის პროფიციტი 205 მლრდ დოლარს მიაღწევს.


საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაცემებით, თუ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი რუსული ენერგორესურსების იმპორტს ერთობლივად აკრძალავენ, ქვეყნის მშპ 20%-ით შემცირდება. ასეთი ნაბიჯი რუსეთის საექსპორტო შემოსავლებს 300 მლრდ დოლარს დააკარგვინებდა.


bpn.ge



თეგები:
ემბარგო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up