დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5463-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5425-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო პერიოდის გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5517 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 13 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5339 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5850 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.4950 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.5950 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.4960 ლარად.