დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5500-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5500-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5563 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5558 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5950 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5050 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2.6000 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5010 ლარად.