დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5588-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის კი 1 დოლარი 2.5525-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5604 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5558 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2.6000 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5010 ლარად.