Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7863 ლარად ივაჭრება.
ეროვნული ბანკის მიერ 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7891 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.28 თეთრი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სებ ავრცელებს.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8357 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8507 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.50 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1552 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3614 ლარი ეღირება.