Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8700 ლარად ივაჭრება.
ეროვნული ბანკის მიერ 24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8192 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8000 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.92 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7972 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7793 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.79 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1553 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3199 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 25 აგვისტოდან შევა ძალაში.