ლარმა ახალი კვირა გამყარებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 18 აპრილს თბილისის დროით 12:30-ზე 3.0600-ს შეადგენს, რაც ოფიციალურ კურსთან შედარებით 1.06 თეთრით ნაკლებია.
1-ელ იანვარს ოფიციალური კურსი 3.09-ს შეადგენდა, 1-ელ თებერვლის 3.05-ს, 9 თებერვალს გამყარების მაქსიმუმზე 2.92-ს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 1 დღით ადრე, ეროვნულმა ბანკმა მომდევნო დღის კურსი 3.02-ით განსაზღვრა, მაგრამ ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში სავალუტო ჯიხურებში რეალურმა გაცვლითმა კურსმა 3.20-ს გადააჭარბა. 10 მარტს ოფიციალური კურსი 3.40 იყო, ჯიხურებში 3.50-ს აღწევდა. სებ-ის ერთჯერადმა $39.6 მლნ-იანმა ინტერვენციამ პანიკის ჩახშობა მოახერხა.
კურსის დასტაბილურების მიუხედავად, ორნიშნა ინფლაცია კვლავ ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემად რჩება.