ბლუმბერგის ფონდი - დიდი საკანონმდებლო ლობი

ბლუმბერგის ფონდი - დიდი საკანონმდებლო ლობი

access_time2021-02-11 12:54:55

თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის ორგანიზაციების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ამ პრობლემის პრევენციისკენ მიმართულ პროცესში აქტიურად მონაწილეობს Bloomberg Philanthropies-ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოწევის ზიანის შემცირების საუკეთესო სტრატეგიად ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტის აკრძალვას მიიჩნევს.


მაიკლ ბლუმბერგის მიერ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის გაღებული თანხის ჯამური ოდენობა 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება.
თამბაქოს პროდუქტების მოხმარების რეგულაციების გამკაცრებისთვის, ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს განვითარებადი ქვეყანების საკანონმდებლო პროცესებში. Bloomberg Philanthropies-ის დაფინანსების ბენეფიციარები არასამთავრობო ორგანიზაციები და ხშირ შემთხვევაში თავად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები და მარეგულირებლებიც არიან.


ბლუმბერგის ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე თამბაქოს პრევენციისკენ მიმართულ პროცესებშიც.


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2017-2020 წლების განმავლობაში ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობდა პროექტი “თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების და აღსრულების მხარდაჭერა საქართველოში”, რომლის მოცულობაც ამ პერიოდში 457 ათას ლარს აღემატებოდა. ამასთან, ამავე პერიოდში ამ საკითხებზე მიმდინარეობდა WHO-ს გრანტიც, პროგრამების საერთო მოცულობა ერთ მილიონ ლარამდე იყო.



NCDC-ის გარდა, ბლუმბერგის ფონდი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია- “თამბაქოს კონტროლის ალიანსსაც” აფინანსებს, რომელიც “თამბაქოს კონტროლის კანონის” მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. უფრო მეტიც, სწორედ ამ ორგანიზაციის პირდაპირი ლობირებით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა რიგი რეგულაციები თამბაქოს ნაწარმის მოხმარების, რეკლამირებისა და შეფუთვის მიმართულებით. კანონის ყველა პუნქტი ჯერ ძალაში არ შესულა, თუმცა, მისი სრულად ამოქმედების შემდეგ დაინერგება ე.წ. “სადა შეფუთვა”, რის შედეგადაც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე აღარ იქნება დატანილი ბრენდული ნიშნები. ე.წ. “სადა შეფუთვის” კანონმდებლობა მსოფლიოში არსებული პრაქტიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, მართალია EU-ს ზოგიერთ წევრს საკუთარ კანონმდებლობაში უკვე დანერგილი აქვს ეს რეგულაცია, მაგრამ ის ევროკავშირის თამბაქოს რეგულირების დირექტივის ნაწილს არ წარმოადგენდა და შესაბამისად საქართველოს მის მიღებას DCFTA-ს ხელშეკრულება არ ავალდებულებდა. ელექტროსიგარეტების მოხმარების კუთხითაც, ევროდირექტივა განსხვავებულ მოთხოვნებს აწესებდა, თუმცა საქართველოში უფრო მკაცრი სახის რეგულაცია შევიდა ძალაში, რომელიც ელექტროსიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარებას არეგულირებს ისევე, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას. შესაბამისად ამ მიმართულებით ბლუმბერგის ფონდის ჩართულობით საქართველოში ევროდირექტივით გათვალისწინებულზე მკაცრი წესები დაინერგა, მაშინ როცა ზემოთ აღნიშნული თამბაქოს პროდუქტები ევროპის ბევრ ქვეყანაში თამბაქოს ზიანის შემცირების ეფექტურ ინსტრუმენტებად გამოიყენება.


საქართველოსთან ერთად, ფონდი მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც საქმიანობს, მათ შორისაა ფილიპინებიც, სადაც 2020 წლის დეკემბერში ფონდი ადგილობრივ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩარევისთვის გააკრიტიკეს. ფილიპინების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ქვეყნის პარლამენტს განუმარტა, რომ მათ ბლუმბერგის ფონდიდან მიიღეს დაფინანსება, რომლის მიზანს ყველა სახის თამბაქოს პროდუქტის, მათ შორის ელექტრო და გასახურებელი მოწყობილობების სრული აკრძალვის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ამ შემთხვევას ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და წარმოადგენს ქვეყნის კანონმდებლობაში ჩარევის მცდელობას, რაც ფილიპინების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთვის გაწეულ რეკომენდაციებში გამოიხატება.


„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ოდენობის თანხა მიიღო ფილიპინების FDA-მ, როგორც დოლარებში, ასევე FDA-ს ბიუჯეტის რა ნაწილს წარმოადგენს ეს დაფინანსება. ორივე მხარეს აქვს ვალდებულება, აგვიხნას გაცემული და მიღებული დონაციის მიზანი. თუ დამტკიცდება ჩვენი ეჭვები, რომელიც ქმედების უკანონო განზრახვს გულისხმობს, მაშინ საქმე ფილიპინების სასამართლოს გადაეცემა და შესაძლებელია აშშ-ს სასამართლოშიც გაგრძელდეს”, - განაცხადა ჯოელ ნიცკინმა, საჯარო ადმინისტრირების ექსპერტმა.


Oxford Academic-ის ჟურლანში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარია იმაზე, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის ნაკლებობის მქონე ქვეყნებში ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე დამოკიდებულებას “აქვს შესაძლებლობა, აიძულოს ლოკალური კანონმდელები, განახორციელონ ბენეფიციარის მოლოდინების შესაბამისი პოლიტიკა.”


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up