BMW-მ 2022 წელს ელექტრო ავტომობილების გაყიდვები გააორმაგა.
BMW ჯგუფმა 2022 წლის პირველ ცხრა თვეში 128,196 სრულად ელექტრო BMW და MINI მანქანა გაყიდა - ესაა ორჯერ მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (+114.8%).
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს შედეგი აჩვენებს, თუ როგორ შეძლო BMW ჯგუფმა თავისი სრულად ელექტრო პროდუქტების მიმართ მომხმარებელთა ინტერესის გაზრდა.
„ჩვენი სრულად ელექტრო მოდელების დინამიური ზრდა ასახავს, თუ როგორი პოპულარულია BMW ჯგუფის ელექტრომობილებია მომხმარებლებში – ჩვენ ვაგრძელებთ ელექტრომობილურობაზე წარმატებით გადასვლაზე“, - განაცხადა BMW AG-ის მართვის საბჭოს წევრმა თქვა პიტერ ნოტამ.