გერმანულმა ავტომწარმოებელმა Bayerische Motoren Werke AG (BMW) იანვარ-მარტში 64,647 ელექტრო მანქანა გაყიდა, რაც 83%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
ამ მაჩვენებელში შესულია BMW, Mini და Rolls-Royce ბრენდები. BMW-ს ბრენდის ელექტრომობილების გაყიდვები (112%-ით) გაორმაგდა და 55 979 ათას ერთეულს მიაღწია.
BMW ჯგუფის სამი ბრენდის ყველა ავტომობილის გაყიდვები პირველ კვარტალში 1,5%-ით შემცირდა და 588 138 ათასს შეადგინა. კომპანიის მენეჯმენტი 2023 წელს გაყიდვების მცირე ზრდას კვლავ ელოდება.