BMW რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.
როგორც გერმანული კორპორაციის ხელმძღვანელობამ განაცხადა, კომპანია კალინინგრადში ავტომობილების წარმოებას აჩერებს და რუსეთში მანქანების ექსპორტსაც წყვეტს.
„ვგმობთ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოვლენებს უდიდესი შეშფოთებით ვაკვირდებით. მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივ წარმოებასა და რუსეთის ბაზარზე ექსპორტს ვწყვეტთ“, - განაცხადეს კომპანიაში.
ცნობილი ხდება ისიც, რომ კომპანია Apple-მა რუსეთში ონლაინ-მაღაზიაში ტექნიკის გაყიდვა შეწყვიტა. რუსეთში თავისი წარმოების ფილმების ჩვენებაზე ჰოლივუდის კინოსტუდიებმაც თქვეს.
imedinews.ge