Boeing 787 Dreamliner-თან დაკავშირებულმა ტექნიკურმა პრობლემებმა ქართულ ATC- ს შემოსავლები შეუმცირა

Boeing 787 Dreamliner-თან დაკავშირებულმა ტექნიკურმა პრობლემებმა ქართულ ATC- ს შემოსავლები შეუმცირა

access_time2022-10-21 00:00:35

ავიაინდუსტრიაში წარმოების შემცირებამ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელ “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიებს (ციკლონი)” შემოსავლები შეუმცირა.

კომპანიამ 2021 წელს 5.88 მლნ დოლარის ამონაგები მიიღო, 35%-ით ნაკლები 2020 წელთან შედარებით. საერთო მოგება 3.3 მლნ დოლარიდან 0.9 მლნ დოლარამდეა შემცირებული. წლის სრული ზარალი კი, 6.1 მლნ დოლარს შეადგენდა.

გლობალურ ავიაბაზარზე არსებული გამოწვევებმა ქართული კომპანიის გეგმები სრულად შეცვალა. ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ 2021 წელს პანდემიის გავლენა კომპანიის შემოსავლებზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახა, რაც გამოწვეული იყო ერთის მხრივ Boeing-ის მიერ თვითფრინავების წარმოების მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირებით, ხოლო მეორეს მხრივ 787 Dreamliner-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემებით, კერძოდ, Boeing-მა 2021 წლის მესამე კვარტლიდან ამ მოდელის წარმოება საერთოდ შეაჩერა და მხოლოდ 2022 წლის აგვისტოში განაახლა მომხმარებლებისთვის ამ თვითმფრინავების მიწოდება, ისიც მცირე რაოდენობით, 2 ერთეული თვეში. მაშინ როცა პანდემიამდე პერიოდში თვეში 14 ერთეულის მიწოდება ხდებოდა ავიაკომპანიებისთვის.

ირკვევა, რომ 2021 წელს კომპანიამ დაიწყო ახალი პროექტი, კერძოდ Boeing-ის 737 Max-ის ნაწილების, მეტალის ტექნიკური კარების წარმოებისათვის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც კომპოზიტური მასალებით არ მზადდება (გამოიყენება მეტალი). აღნიშნული პროცესი 2021 წლის ბოლოს დასრულდა, ხოლო პირველი ნაწილების გაყიდვა შედგა 2022 წლის იანვარში.

კომპანიის სამომავლო გეგმებში არის ახალი პროექტების განხორციელებაც, რაც ითვალისწინებს, როგორც კომპოზიტის ნაწილების წარმოების გაფართოებას, ასევე მეტალისა და საამწყობო მიმართულების გაზრდას.


მენეჯმენტის გათვლებით, 2022 წლის განმავლობაში დაგეგმილია Boeing 787 Dreamliner-ის წინა შასის 4 ტიპის კარის წარმოების კვალიფიცირების დასრულება, რომელიც 2021 წლიდან მიმდინარეობს, გარდა ამისა 2022 წლიდან მიმდინარეობს Boeing 767-ის ტექნიკური კარის წარმოების კვალიფიცირების პროცესიც, რომელიც 2023 წლის დასაწყისიდან მოუტანს შემოსავლებს კომპანიას.

„რადგან „აერო სტრუქტურების ტექნოლოგიები ციკლონის“ მიერ წარმოებული ნაწილების დაახლოებით 90% ბოინგისთვის „787 Dreamliner“ არის განკუთვნილი, 2021 წელს კონკრეტული ნაწილების წარმოება და რეალიზაცია დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო. კომპანიამ ვერ შეასრულა საგადახდო ვალდებულება ქართული კომერციული ბანკის მიმართ 2021 წელს და მოახდინა სესხის რესტრუქტურიზაცია ძირი თანხის გადახდის გრაფიკის ერთი წლით ცვლილების, თავდაპირველი დაფარვის თარიღის შენარჩუნების გზით. ამასთან, აქციონერული ხელშეკრულების და მშენებლობის გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანია იძულებული იყო განეხორციელებინა ინვესტიცია ქარხანაში, მშენებლობის მეორე ეტაპზე 2020- 2021 წლებში და ამ პროცესში დამატებით 15 მილიონი აშშ დოლარი ჩაედო. დღეისათვის კომპანიას არ გააჩნია დაფინანსება ამ გაფართოებისთვის, რადგან გეგმა შეჩერებულია კოვიდ-19-ის პანდემიის გამო“, - ნათქვამია 2021 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.

„აერო სტრუქტურების ტექნოლოგიები ციკლონის“ საწესდებო კაპიტალი 60 მილიონი დოლარია. აქციები თანაბრად არის გადანაწილებული შემდეგ აქციონერებს შორის: „Elbit Systems - Cyclone“, რეგისტრირებული ისრაელში; „საპარტნიორო ფონდი“ და შპს „პროექტი“, რეგისტრირებული საქართველოში, რომელიც მშობელი კომპანიის მიერ კონტროლირდება.


წყარო: https://bm.ge/


თეგები:
Boeing 787 Dreamliner ATC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up