ამერიკული ავიამშენებელი კომპანია Boeing-ი 2000-მდე თანამშრომელს შეამცირებს. იმ თანამშრომლების ფუნქციები, რომლებიც შემცირებაში მოყვებიან, ინდური კომპანია Tata Consulting Services-ის აუთსორსზე გადავა.
„ჩვენ ვგეგმავთ შევამციროთ თანამშრომლების შტატს 2000 ადამიანით, პირველ რიგში, ფინანსურ დეპარტამენტში და კადრების განყოფილებაში.
დროთა განმავლობაში, ჩვენი კორპორატიული ფუნქციების ნაწილი საკმაოდ მასშტაბური გახდა. ამ ზრდასთან ერთად მოდის ბიუროკრატია ან განსხვავებული სისტემები, რომლებიც არაეფექტურია“, - აცხადებენ კომპანიაში.
დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილი შემცირდება ფინანსებში და კიდევ 400-მდე სამუშაო ადგილი HR-ში.