ამერიკული კონცერნი Boeing-ი, რომელიც გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო კომპონენტების, კოსმოსური და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია მიმდინარე წლის მეორე კვარტლის გაყიდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, წლის მეორე კვარტალში ამერიკელებმა 121 სამგზავრო ლაინერი მიაწოდეს ბაზარს, რაც 53%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე, როცა მან 79 ლაინერის რეალიზება შეძლო.
რაც შეეხება წლის პირველ ნახევარს - Boeing-მა 6 თვეში 216 სამგზავრო თვითმფრინავი გაყიდა, მაშინ როცა გასულ წელს ანალოგიურ მონაკვეთში 156.
Boeing-ი მისი ფინანსური მაჩვენებელების შესახებ ინფორმაციას 27 ივლისს გაავრცელებს.
Bpn.ge