2023 წლის ყოველწლიურ საერთო კრებაზე Bank of Georgia Group PLC-ის (BOGG) საბჭო გეგმავს რეკომენდაციას გასცეს, რომ 2022 წლის საბოლოო დივიდენდის გადასახდელი ღირებულება 5.80 ლარი იყოს, რომელიც ფუნტი სტერლინგში გადაიხდება. საბოლოოდ გამოდის, რომ თითო აქციაზე წლიური დივიდენდი 7.65 ლარი იქნება. 20 ოქტომბერს BOGG-მა 2022-ის ნახევარწლიური დივიდენდი თითო აქციაზე 1.85 ლარის ოდენობით გადაიხადა.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის აქციების ჯამური ოდენობა 47 498 982 იყო.
მიმდინარე წლისთვის, BOGG ინვესტორებს ატყობინებს, რომ საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. „საქართველოს ბანკში“ 2022 წლის სექტემბრის ბალანსზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ საგადასახადო ცვლილება გამოიწვევს 80-90 მილიონი ლარის ერთჯერად გადავადებულ საგადასახადო დანახარჯს. მათი ინფორმაციით, მოდელის ცვლილებას დაუყოვნებელი გავლენა ექნება გადავადებულ საგადასახადო აქტივსა და გადავადებულ საგადასახადო ვალდებულების ნაშთებზე. ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უმსხვილესი ბანკები განმარტავენ, რომ მათი ეფექტური საგადასახადო მაჩვენებელი 14-16%-ის შუალედში განისაზღვრება.