,,ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი’’

,,ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი’’

access_time2022-07-04 12:55:44

მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “არემჯის“ მხარდაჭერით, ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო  სტანდარტით,   შეფასებული 15 ბოლნისური მარნის, 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი.

 

,,ბოლნისი არის მეღვინეობის უძველესი რეგიონი და ქალაქი, რაც ბევრმა არ იცის. გაერთიანების დაფუძნების დღიდან, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ გავაცნოთ საზოგადოებას ბოლნისის რეგიონი და ბოლნისური ღვინის კულტურა. დღევანდელი ღონისძიება ამას ემსახურება - ღვინის მოყვარულებს და ღვინოსთან დაკავშირებულ საზოგადოებას გავაცნოთ ბოლნისი, როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქი.’’ - აცხადებს გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ დამფუძნებელი, გურამ ავქოფაშვილი.

 

 ღონისძიების ფარგლებში, გერმანულ წისქვილში, გამართულ გალა-ვახშამზე, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტმა ქეთი კვიჭიძემ და შეფ-მზარეულმა მიშა ავსაჯანიშვილმა მიწვეული სტუმრებისთვის ქვემო ქართლის ტრადიციული ავთენტური სამზარეულოს ინსპირაციით შექმნილი კერძები და სპეციალურად მათთან შეხამებული ბოლნისური ღვინოებით უმასპინძლეს. ასევე, ადგილზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კოქტეილის „ბოვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

 


,,სპეციალურად ღონისძიებისთვის, მე და შეფ მზარეულმა დადუნა ღლონტმა შევქმენით კერძები, რომელიც დაკავშირებულია ბოლნისთან და ბოლნისურ კულტურასთან. ეს არის კერძები, რომელიც გახდება ბოლნისის სავიზიტო ბარათი და ძალიან მალე, ადგილობრივ რესტორნებსა და სასტუმროებში იქნება წარმოდგენილი.’’ - განაცხადა შეფ მზარეულმა, მიშა ავსაჯანიშვილმა. 

 

„ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში,

ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ტექნოლოგები, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესქრებოდნენ.

 

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“  2018 წელს ჩამოყალიბდა  და 40-ზე მეტ მცირე ტიპის საოჯახო  მარანს აერთიანებს.  გაერთიანებამ, კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს  შორის  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა.  „არემჯი“ ხელს უწყობს მეღვინეთა გაერთიანებას, საუკეთესო ბოლნისური ღვინეობის წარმოებასა და მათ პოპულარიზაციაში.

 

,,არემჯის თანაორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება,  ,,ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი’’. სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდა შესანიშნავი ბოლნისური ღვინოები და დაჯილდოვდა ღვინის გილდიის მიერ. ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეღვინეებისთვის და ხელს შეწყობს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას.’’ - განაცხადა ,,არემჯის’’ კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა.


(R)


თეგები:
ბოლნისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up