ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში, ადგილობრივი მოსახლეობა კომპანია RMG-ის მხრიდან დაგეგმილ კუდსაცავის მშენებლობას უპირისპირდება. ინფორმაციას „მაუწყებელი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო შეკრება გამართა და იგეგმება ხელმოწერების შეგროვებაც.
მოსახლეობის პროტესტის მთავარი მიზეზი მოსალოდნელი ეკოლოგიური ზიანია, რაც მშენებლობის შემთხვევაში სოფელს მიადგება და ისედაც რთულ ყოფას კიდევ უფრო დაამძიმებს და მათ ძირითადი შემოსავლის წყაროს, მესაქონლეობის გარეშე დატოვებს, რადგან საძოვრები უვარგისი გახდება.
მოქალაქეები საუბრობენ დაავადებების მომრავლებაზე იმ ადგილებში, სადაც RMG საქმიანობს.
RMG-ის რუსი მილიარდერები დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი ფლობენ.
ფოტო: მაუწყებელი