ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა, - ინფორმაცია Imedinews-ს ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
გუშინ სოფელ გეტადან 146 საკვლევი მასალა აიღეს, მუშევანიდან კი 10 ნიმუში. სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. სოფელ მუშევანში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 40-მდე გაიზარდა.