ბოლნისში, მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი  გაიმართა

ბოლნისში, მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა

access_time2022-04-13 15:20:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბოლნისში, ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების პირველ ფორუმს დაესწრო, რომელიც მეღვინეთა გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“ ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანიის „არემჯი“ მხარდაჭერით გაიმართა.



ღონისძიებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ მიიღეს.



მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს.



„იმედი მაქვს, რომ ბოლნისური ღვინოები პოპულარული გახდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. სახელმწიფო ბევრ პროგრამას ახორციელებს მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ბაზრების დივერსიფიკაციაა, რაზეც სახელმწიფო, ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად, ბევრს მუშაობს“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.




ფორუმზე, „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელმა, გურამ ავქოფაშვილმა ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივი ღვინის 43 მარანი წელიწადში 200 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.



„უკანასკნელ წლებში გაიზარდა ადგილობრივი მარნების რაოდენობა, ამასთან ერთად, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. მარტის თვეში, პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გავმართეთ ბოლნისური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია, სადაც 25 მცირე ტიპის ბოლნისური მარნის 70-მდე სახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი. ღონისძიება წარმატებული აღმოჩნდა - ჩვენი ღვინოების შეძენის სურვილი გამოითქვა იმპორტიორების მხრიდან. წელს პირველად განვახორციელებთ ექსპორტს პოლონეთის ბაზარზე“, - აღნიშნა გურამ ავქოფაშვილმა.



ფორუმის მონაწილე იმ მეღვინეებმა, რომლებიც ამ დრომდე არ არიან გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“ წევრები, ინფორმაცია მიიღეს იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც თითოეულ მეღვინეს შეუძლია მიიღოს გაერთიანების წევრობის შემთხვევაში. ფორუმზე გამოვლინდა 16 მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების წარმოებისთვის, უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ.



კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლების ინფორმაციით, მიმდინარეობს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელსაც „არემჯის“ მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის კავშირი ახორციელებს. სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს იქნება ადგილი, სადაც ქალაქში ჩამოსული სტუმრები საუკეთესო ბოლნისურ ღვინოებს გაეცნობიან.



2018 წლიდან, მეღვინეთა გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის და კომპანიის „არემჯი“ მხარდაჭერით, არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში, საგანმანათლებლო კურსებსა და სემინარებში, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ბოლნისური ღვინოები შესთავაზონ.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს


თეგები:
ფორუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up