ბოლო 1 წელიწადში ჯანმრთელობის დაზღვევა დაახლოებით 10%-ით გაძვირდა

ბოლო 1 წელიწადში ჯანმრთელობის დაზღვევა დაახლოებით 10%-ით გაძვირდა

access_time2022-03-31 10:00:04

ჯანმრთელობის დაცვის ბიზნესი ის სფეროა, რომელსაც სადაზღვევო ინდუსტრიაში პრობლემა ყველაზე ნაკლებად შეეხო. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, მოთხოვნა ამ სეგმენტში მეტნაკლებად შენარჩუნებულია. ამასთან, მაღალი ინფლაციის გავლენა აისახა ტარიფებზე  და  დაზღვევა დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


,,სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, როგორც ზოგადად ყველა ბიზნესისთვის, საკმაოდ რთული პერიოდია. თუმცა კლება არ გვაქვს, ეკონომიკური მდგომარეობა იმ ნაწილში, რომელიც ეზღვევა, შედარებით სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ სერვისები გაძვირდა, მიმაჩნია, რომ ეს არ არის ფასების მნიშვნელოვანი ზრდა იმასთან შედარებით, როგორი ცვლილებაც  სამამხმარებლო კალათის მაჩვენებლებში აისახა. შეიძლება ითქვას, რომ სექტორში ჯერჯერობით სტაბილურობაა იმის მიუხედავად, რომ მოლოდინები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. როგორც ვახსენე, ინფლაციური ზეწოლა დიდია. სამედიცინო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გაძვირებაა. ვნახოთ ელექტრონული რეცეპტი, ჯენერიკული საშუალებების დამკვიდრების საკითხი, კონტროლის მექანიზმი და სხვა, როგორ იმუშავებს“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი ,,კომერსანტთან“.



სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, სერიოზული პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ე.წ. მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ კანონპროექტი გვიანდება.


,,ვცდილობთ, რომ ინტენსიურ და კონკურენტულ გარემოში პოზიციები შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კიდევაც, ამისთვის კი ახალი პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიაყოველ წელს ველოდებით, რომ ავტომობილების მფლობელთათვის სავალდებულო ავტოდაზღვევა ამოქმედდება, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია. კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია და იმედია, წელს განიხილავს. ჩვენი ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივა ამაზეა დამოკიდებული“- ამბობს ხეჩინაშვილი.

რაც შეეხება უკვე დაზღვეული მანქანების რაოდენობას, არსებული მონაცემით, საქართველოში თითქმის 1,5 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული და აქედან, როგორც ხეჩინაშვილი აღნიშნავს, მხოლოდ 80 ათასია დაზღვეული ანუ 5-6%-ის ფარგლებში. 


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up