ბოლო 10 თვის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ხილის და თხილის ექსპორტის მიზნით  3 906  წარმოშობის სერტიფიკატი გაიცა

ბოლო 10 თვის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ხილის და თხილის ექსპორტის მიზნით 3 906 წარმოშობის სერტიფიკატი გაიცა

access_time2022-11-21 16:40:30

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საბაჟო დეპარტამენტის  მიერ, სხვადასხვა სახის ქართული ხილისა და თხილის (საერთო წონით 66 547 ტონა) ექსპორტზე გატანის მიზნით, ექსპორტიორი კომპანიებისთვის 3 906  წარმოშობის სერტიფიკატია (CT1; EUR.1; არაპრეფერენციული)  გაცემული.

 

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლიდან, ფუნქციონირებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) გაცემის განახლებული ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკატების გაცემის პროცესი კიდევ უფრო მოქნილია, როგორც ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.

 

აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, დაინტერესებული კომპანიები, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის გვერდიდან - www.rs.ge არეგისტრირებენ ელექტრონულ განაცხადს და თავადვე ავსებენ წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას. ამასთან, ახალ პროგრამაში ინტეგრირებულია სასურველი ფაილების კოპირების ფუნქცია, ასევე საქონლის მონაცემების Excel-ის ფორმატში ატვირთვის შესაძლებლობა და სხვა სასურველი პროცედურები, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს გადამხდელებს განაცხადის შევსების პროცესს.

 

გადასახადის გადამხდელის მიერ, რეგისტრირებული განაცხადი ავტომატურად გადაეწერება საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თავისუფალ ოპერატორს, რომელიც მაშინვე არეგისტრირებს წარმოშობის სერტიფიკატს.

 


უკვე რეგისტრირებული დოკუმენტის დაბეჭდვა შესაძლებელია საქართველოს ტეროტორიაზე არსებულ ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში (ტვირთის ქვეყნიდან გატანისას-საზღვრის კვეთის დროს და არ არის აუცილებელი, დამატებით მისვლა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში) ან გაფორმების საბაჟო ორგანოში. ამასთან, ელექტრონულ სისტემაში, ინტეგრირებულია რისკის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შესაძლებელია (ადმინისტრაციული რესურსისა და დროის დაზოგვის პირობებში), საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის წარმოშობის ეფექტური კონტროლის განხორციელება.

 

ექსპორტის ხელშეწყობის და პროცედურების გამარტივების მიზნით, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის აღება, შესაძლებელია, უშუალოდ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისას, შესაბამის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტვირთის წარდგენის დროს.

 

შეგახსენებთ, რომ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების    CT 1- ისა და EUR. 1-ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება.

 

ქვეყნები, რომლებთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იხილეთ ბმული:

 

 https://rs.ge/LegalEntityOriginRegimesTreaties?cat=3&tab=2





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up