საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2022 წლის14 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქალაქ ბურსაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
ახალგაზრდებთან საუბარში ერდოღანმა ხაზი გაუსვა 14 მაისის მნიშვნელობას - ამ დღეს 1950 წელს არჩევნებში ქემალისტების მოწინააღმდეგე პარტიებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების რელიგიური ნაწილისთვის სასარგებლო რეფორმები წამოიწყეს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ერდოღანმა თარიღი რელიგიური თურქების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, სპეციალურად შეარჩია.
თავდაპირველი გეგმით საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 18 ივნისს, ერთ დღეს უნდა ჩატარებულიყო. გამარჯვებული კანდიდატი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი გახდება.
ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის სპიკერმა უნალ ჩევიკოზმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ექვსი პარტიის ოპოზიციურმა ალიანსმა ჯერ ვერ შეძლო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიან კანდიდატზე შეთანხმება და წარმომადგენელს ბლოკი თებერვალში აირჩევს.
Reuters-ის ცნობით, ექვსი პოლიტიკური ძალა ცდილობს შექმნას ერთიანი პლატფორმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგ კანდიდატის დასაყენებლად.
დასავლური მედია მომავალ არჩევნებს ერდოღანისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში „ყველაზე დიდ გამოცდას“ უწოდებს.